დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 თებერვალი

CC BY 2.0 / Giuseppe Milo / The Northern Lightsჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 13 თებერვალია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მთვარე ვერძის ნიშანშია და ხელს უწყობს მოძრაობას, სიმარჯვეს, ხელს უშლის ერთ რამეზე დიდხანს დაყოვნებას. ზოგადი განწყობა ნოვატორულთან და ავანტიურულთან არის ახლოს. ესაა სწრაფი ექსპერიმენტების, მოკლე ტრენინგების, მანევრებისა და კომბინირების დღე.
ამოცანების გადაწყვეტისას მნიშვნელობა ექნება სიჩქარეს, მოხერხებულობას, მოქნილობას ფიზიკური და გონებრივი მონაცემების შერწყმით. შესაძლებელია ახალი პროექტების დაწყება.
ვერძი: დროა, მომავლისკენ გადადგათ ნაბიჯები. კარგი დღეა არაფორმალური კონტაქტების, ახალი ამბებისა და პროგრესული იდეების ერთმანეთში გაცვლისთვის. იმპულსურობამ, შესაძლოა, ავანტიურის ან მახვილგონივრული მანევრისკენ გიბიძგოთ. ბევრი თქვენგანი ჩაებმება კოლექტიურ თავგადასავალში, ახალ ჯგუფში ან თვითონ ჩამოაყალიბებს საკუთარ გუნდს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი
კურო: არ შეუშინდეთ აქტიურ ექსპერიმენტებს, მათ შორის, გუნდთან ერთად, თუმცა რადიკალურ ნაბიჯებს, როცა უკან დასახევი გზა მოჭრილია, უნდა მოერიდოთ. აამოქმედეთ შემოვლითი გზები და ჩაატარეთ სხვადასხვა მანევრი, რადგან სწორხაზოვნად სიარული დღეს არარეკომენდებულია. კარგი დღეა ვარიანტების შესარჩევად, განსაკუთრებით, თუ რამე ახალ თანამდებობას იკავებთ.
ტყუპი: ვარსკვლავები ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებიან. დროა, სულიერი თანამოაზრეები, თანამგზავრები ან მსგავსი საქმიანი ინტერესების მქონე ადამიანები იპოვოთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მარშრუტის ან ტრანსპორტისა და კავშირის სახეობის შესარჩევად. გექნებათ შანსი იპოვოთ და შეადაროთ რამდენიმე ვარიანტი.
კირჩხიბი: თუ გინდათ, შედეგს „აქ და ახლა" მიაღწიოთ, სწრაფად უნდა იმოქმედოთ. არასასურველია ზედმეტი კონსერვატიზმი და ინერტულობა. იყავით მეტად კომუნიკაბელური, თამამი. გრძელვადიანი მიზნის შერჩევის დროს არ ღირს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარება. თუ ორი ვარიანტი გაქვთ, ჯობია, ორივეზე დათანხმდეთ და მოგვიანებით გაარკვევთ, რომელი ვარიანტი უფრო შეგეფერებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
ლომი: თამამად შეისწავლეთ ახალი გზები, შესაძლოა, შესანიშნავი შანსები გამოჩნდეს ბიზნესში, სწავლაში ან უცხოელებთან ურთიერთობებში. თუ ეს შედეგებს ახლავე არ გამოიღებს, დარწმუნებული იყავით, რომ ის მომავალში აუცილებლად მოგიტანთ სარგებელს. შანსი გაქვთ დაიწყოთ თანამშრომლობა აზარტულ, მაგრამ საკმაოდ დიპლომატიურ ნიადაგზე, რომელიც შეამცირებს ჩხუბისა და მომავალში კონკურენციის რისკს.
ქალწული: მსუბუქი სტრესია მოსალოდნელი, მაგრამ ეს უფრო წაგადგებათ, ვიდრე სრული სიმშვიდე. ბევრ თქვენგანს მიეცემა შანსი, სწრაფად გაერკვეს ვითარებაში, ექსპრეს-რეჟიმში ისწავლოს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ან ახალ ადამიანებთან ერთად მოქმედება, აიმაღლოს ტექნიკური ოსტატობა და შეიძინოს ახალი უნარები.
სასწორი: არ შეუშინდეთ ახალ დიალოგში ან თანამშრომლობაში ჩართვას, მაგრამ ამისთვის ხანდახან უადგილო იქნება აჩქარება. ზოგიერთი თქვენგანი არ იქნება მზად რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად, რისი სარჩულიც, შესაძლოა, სოციალური პირობები გახდეს. მერყეობის დროს არ ღირს მოვლენების დაჩქარება, უკან დახევა რამის მომიზეზებით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
მორიელი: განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, თქვენი სწრაფი რეაქცია მოითხოვოს, ასევე იუმორი. შეგიძლიათ ახალ საქმეს შეუდგეთ - პირველი ნაბიჯები წარმატებული იქნება და ეს სტიმულს მოგცემთ, რომ საქმე განაგრძოთ. არ გაწყენთ ტრენინგები, თუ ცხოვრების სტილს იცვლით, ბიზნესს იწყებთ ან რემონტს სახლში, ან, სულაც შინაური ცხოველი მიიყვანეთ სახლში.
მშვილდოსანი: კარგი დღეა აქტიურობისთვის, ვარჯიშისთვის. ზოგიერთისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება არა ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური ვარჯიში, მაგალითად, იდეების გაცვლა, მახვილგონივრული დიალოგი. კარგი დღეა იუმორისტული ჩანახატების, სტატიების, ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებისთვის.
თხის რქა: მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები, რომლებიც წონასწორობას დაგაკარგვინებთ. ზოგიერთს მოუწევს მოქმედებების შეცვლა ან პრინციპულად ახალი ორიგინალური ხერხის ათვისება. დამატებითი საყრდენის არარსებობის პირობებში შეიძლება შეიქმნას უხერხული მომენტები ან გაღიზიანდეთ. ამ დროს მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობები და იუმორის გრძნობა.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
მერწყული: ვარსკვლავები მეტი აქტიურობისკენ მოგიწოდებენ, თუმცა, ამას კატეგორიულად არ მოითხოვენ - ყველაფერს თქვენი პირადი განწყობა გადაწყვეტს. ეს დღე დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ პროცესში ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაერთოთ. შეგიძლიათ თქვენ იყოთ საუბრების, ადამიანების გაცნობის, ახალი საქმის დაწყების და პირველი ნაბიჯების გადადგმის ინიციატორი.
თევზები: არ თქვათ უარი რამე ახლის ათვისების ან გაგების შანსზე. ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ. არაა საჭირო მასშტაბური ტრანსფორმაციები და რეკონსტრუქციები, თუმცა მცირე „ტექნიკური განახლებები" უპრიანი იქნება. მაგალითად, წაგადგებათ სხვაგვარი დამოკიდებულება საქმიანი მიმოწერის, რამის ყიდვის, გადახდის დროს. თუმცა, არაა გამორიცხული, ყველაფერი მცირე მახვილგონივრული კომპრომისით შემოიფარგლოს.
ყველა ახალი ამბავი
0