https://sputnik-georgia.com/20240213/didi-britanetis-premier-ministrma-kobaxizes-saqartvelos-premierad-danisvna-miuloca-286299519.html
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კობახიძეს საქართველოს პრემიერად დანიშვნა მიულოცა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კობახიძეს საქართველოს პრემიერად დანიშვნა მიულოცა
Sputnik საქართველო
ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კობახიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T22:16+0400
2024-02-13T22:16+0400
2024-02-13T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0d/286294987_0:0:3344:1881_1920x0_80_0_0_987bace33ca7633ab479eddcf77bf9af.jpg
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი გავიდა, ქვეყნებს შორის მეგობრობა კი უმაღლეს დონეზეა.8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ირაკლი კობახიძეს, ასევე მის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს.„ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის”, - განაცხადა სუნაკმა.ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კობახიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა, აღნიშნა რა, რომ ის მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით.საქართველომ დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 27 აპრილს დაამყარა. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.„უორდროპის დიალოგი” დაარსდა 2014 წელს და ეწოდა ოლივერ უორდროპის, 1919-1921 წლებში საქართველოში ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისრის პატივსაცემად.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0d/286294987_276:0:3007:2048_1920x0_80_0_0_80d9cd28c12b5a26fc6e298ead181c33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კობახიძეს საქართველოს პრემიერად დანიშვნა მიულოცა
ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კობახიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი გავიდა, ქვეყნებს შორის მეგობრობა კი უმაღლეს დონეზეა.
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ირაკლი კობახიძეს, ასევე მის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.
„გულთბილად მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა”, - ნათქვამია სუნაკის წერილში.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს.
„ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის”, - განაცხადა სუნაკმა.
ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კობახიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა, აღნიშნა რა, რომ ის მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით.
საქართველომ დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 27 აპრილს დაამყარა. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
„უორდროპის დიალოგი” დაარსდა 2014 წელს და ეწოდა ოლივერ უორდროპის, 1919-1921 წლებში საქართველოში ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისრის პატივსაცემად.