ბედნიერუ კუ და Wildlife Photographer of the Year-ის სხვა გამარჯვებულები
18:43 13.02.2024 (განახლებულია: 11:43 20.02.2024)
გამოწერა
ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა ველური ბუნების ფოტოგრაფების 59-ე ყოველწლიური კონკურსის შედეგები შეაჯამა. იხილეთ წარმოუდგენელი ნამუშევრები Sputnik-ის ფოტოლენტაში
ორგანიზატორების თქმით, კონკურსში ხმა 75 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. კონკურსზე 50 000 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, თუმცა საბოლოოდ ხალხმა არჩევანი 25 ფოტოდან გააკეთა.
გამარჯვებული ფოტოები ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში 30 ივნისამდე იქნება გამოფენილი.

ჩრდილოეთის ციალი და მედუზა — ფოტოგრაფი ოდუნ რიკარდსენი.

კენიელი ფოტოგრაფის, მარკ ბოიდის ფოტო „ერთობლივი აღზრდა“ კონკურსის TOP 5-ში მოხვდა.

გერმანელ-რუმინელი ფოტოგრაფის, დანიელ დენჩესკუს ფოტო „შოშიების მურმურაცია“ ასევე TOP-5-ში შევიდა.

ისრაელელი ფოტოგრაფის, ცაჰი ფინკელშტეინის ფოტო „ბედნიერი კუ“.

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ნიმა სარიჰანიმ ყინულის ბორცვზე მძინარე დათვი დააფიქსირა. სევდიანი ფოტო გლობალური დათბობის პრობლემას გვახსენებს.
•