S&P-მ საქართველოს რეიტინგი კვლავ BB დონეზე დაადასტურა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკომპანია Standard & Poor's-ის ლოგო
კომპანია  Standard & Poor's-ის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
სააგენტოს შეფასებით, მთავრობის ვალის დაბალი დონე რეიტინგის ძლიერი მხარეა.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა შეინარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ ნიშნულზე, პროგნოზი „სტაბილურია“, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში, აქამდე მიღწეული პროგრესი.
„სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. 2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრები მაღალი ხარისხის ფისკალურ დისციპლინაზე მეტყველებს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
სააგენტოს შეფასებით, მთავრობის ვალის დაბალი დონე რეიტინგის ძლიერი მხარეა.
ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავს. სააგენტო წელს ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტიან დონეზე პროგნოზირებს. ამავე ნიშნულზეა მოსალოდნელი საშუალოვადიანი პერიოდის ზრდა.
ტრადიციულად, რეიტინგის ძლიერი მხარეა მმართველობის ხარისხი, გამჭვირვალობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე. სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და ელის, რომ ეს დამატებით წაახალისებს რეფორმებს.
ყველა ახალი ამბავი
0