https://sputnik-georgia.com/20240212/saxlsi-gamoketa-da-prostituciasi-caaba-saqartvelosi-ucxoels-12-wliani-cixe-miesaja-286276980.html
სახლში გამოკეტა და პროსტიტუციაში ჩააბა: საქართველოში უცხოელს 12-წლიანი ციხე მიუსაჯეს
სახლში გამოკეტა და პროსტიტუციაში ჩააბა: საქართველოში უცხოელს 12-წლიანი ციხე მიუსაჯეს
Sputnik საქართველო
ბოროტმოქმედმა სამ მსხვერპლს პასპორტები ჩამოართვა და მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა 12.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-12T21:32+0400
2024-02-12T21:32+0400
2024-02-12T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტაილანდი
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_0:41:2936:1693_1920x0_80_0_0_3236b3dca6d3f68ae5d97a46debe9c0b.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ უცხოელი ადამიანით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. საქართველოში მათ დახვდათ ბრალდებული და ბათუმის ნაცვლად ზესტაფონში ჩაიყვანა.ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.პროკურატურაში მსხვერპლების სქესი არ დაუკონკრეტებიათ.საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
ტაილანდი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_312:0:2624:1734_1920x0_80_0_0_fc9fd48504eeccb7b7853d69dc94201f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტაილანდი, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ტაილანდი, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
სახლში გამოკეტა და პროსტიტუციაში ჩააბა: საქართველოში უცხოელს 12-წლიანი ციხე მიუსაჯეს
21:32 12.02.2024 (განახლებულია: 21:40 12.02.2024) ბოროტმოქმედმა სამ მსხვერპლს პასპორტები ჩამოართვა და მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ უცხოელი ადამიანით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. საქართველოში მათ დახვდათ ბრალდებული და ბათუმის ნაცვლად ზესტაფონში ჩაიყვანა.
„ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურაში მსხვერპლების სქესი არ დაუკონკრეტებიათ.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.