მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

AP: ჯონ კირბი ახალ თანამდებობაზე გადაჰყავთ

CC BY 2.0 / Carlos M. Vazquez II MC1 / John F. Kirbyჯონ კირბი
ჯონ კირბი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
თბილისი, 12 თებერვალი − Sputnik. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონკირბი ახალ თანამდებობაზე გადაჰყავთ, იუწყება AP ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, კირბი აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე გახდება.
„ოფიციალური პირის თქმით, [ჯონ კირბი] ეროვნული უსაფრთხოების პრესსამსახურის ცალკე გუნდს უხელმძღვანელებს, რომელიც უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას გაუწევს კოორდინაციას“, − წერს გამოცემა.
ჯონ კირბი აშშ-iს საზღვაო ძალების კონტრადმირალია. 2015-2017 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსად მსახურობდა. 2021 წელს პენტაგონის პრესმდივანი გახდა2022 წლის მაისში კი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორად დაინიშნა.
როგორც AP აზუსტებს, კირბის ბაიდენის ადმინისტრაციაში იმის გამო აფასებენ, რომ ის რთულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს იოლად აგვარებს საჯაროდ.
ყველა ახალი ამბავი
0