ერთა ლიგა 2024-2025: საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ჩეხეთთან ჩაატარებს

© Sputnik / STRINGERმატჩი საქართველო-ლატვია „დინამო არენაზე“
მატჩი საქართველო-ლატვია „დინამო არენაზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2024
გამოწერა
B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი ოფში მიიღებენ.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებთან თბილისში გამართავს.
წილისყრა პარიზში 8 თებერვალს გაიმართა. საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის გუნდები გახდნენ. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. პლეი-ოფი 2025 წლის 20-25 მარტს, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის 4-8 ივნისს გაიმართება.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
I ტური, 7 სექტემბერი 2024 წ. საქართველო-ჩეხეთი
II ტური, 10 სექტემბერი 2024 წ. ალბანეთი-საქართველო
III ტური, 11 ოქტომბერი 2024 წ. უკრაინა-საქართველო
IV ტური, 4 ოქტომბერი 2024 წ. საქართველო – ალბანეთი
V ტური, 16 ნოემბერი 2024 წ. საქართველო – უკრაინა
VI ტური, 19 ნოემბერი 2024 წ. ჩეხეთი – საქართველო
წილისყრის შედეგები ჯგუფების მიხედვით:
ჯგუფი B1
ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
ჯგუფი B2
ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
ჯგუფი B3
ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
ჯგუფი B4
უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი.
B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.
ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი – 2025 წლის ივნისში.

ერთა ლიგის B1ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა

Transfermarkt-ის შეფასებით, B1 ჯგუფში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია - 80 მილიონი ევრო.
ერთა ლიგის B1 ჯგუფის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე:
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი“) – 80 მილიონი ევრო;
ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, „არსენალი“) – 42 მილიონი ევრო;
მიხაილო მუდრიკი (უკრაინა, „ჩელსი“) – 40 მილიონი ევრო;
ტომაშ სოუჩეკი, (ჩეხეთი, „ვესტ ჰემი“) – 35 მილიონი ევრო;
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 30 მილიონი ევრო.
ერთა ლიგის B1 ჯგუფის ნაკრებების ჯამური ფასი:
უკრაინა – 327,20 მილიონი ევრო;
საქართველო – 152,15 მილიონი ევრო;
ჩეხეთი – 131,50 მილიონი ევრო;
ალბანეთი – 88,35 მილიონი ევრო.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მარტის მატჩები
სულ რაღაც ერთ თვეში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის 21 მარტს ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში გასასვლელად იბრძოლებს.
C დივიზიონის მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი და ყაზახეთი ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები წყვილის გამარჯვებულს 26 მარტს შეხვდება.
ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ლუქსემბურგთან ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. სამი ყვითელი ბარათის გამო მან ეროვნული ნაკრების შემდეგ ოფიციალურ მატჩზე ავტომატური დისკვალიფიკაცია მიიღო.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0