https://sputnik-georgia.com/20240212/aranairi-korufcia-qartul-ocnebas-zafxulsi-satao-ofisis-axali-senoba-eqneba-286275783.html
არანაირი კორუფცია - „ქართულ ოცნებას“ ზაფხულში სათაო ოფისის ახალი შენობა ექნება
არანაირი კორუფცია - „ქართულ ოცნებას“ ზაფხულში სათაო ოფისის ახალი შენობა ექნება
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ორთაჭალის რაიონში განთავსდება 12.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-12T20:25+0400
2024-02-12T20:25+0400
2024-02-12T20:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818036_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_16fbcccd9ea93d128d40fb6c6cdd5439.jpg
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის ზაფხულში გადავა ახალ ოფისში, რომელსაც შემდგომი გამოსყიდვის უფლებით იქირავებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან ან კორუფციასთან, განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.10 თებერვალს მმართველმა პარტიამ უარყო არაერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩაზე პარტიის ახალი ოფისის მშენებლობას ახორციელებს, ასევე ის ფაქტი, თითქოს ოფისის მშენებლობის დოკუმენტები არ ასახავს ხარჯებს და საუბარია ფულის გათეთრებაზე.ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზია ცდილობს ეს დაუკავშიროს ფულის გათეთრებას, აღნიშნა მდინარაძემ.მდინარაძის თქმით, შენობის მფლობელს გარანტია მისცეს, რომ ამ ოფისში იჯარით მაინც შევიდოდნენ. უფრო 90%-ის ალბათობით ოფისს იჯარა-გამოსყიდვით შეიძენენ.როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძველ ოფისში ბევრი დარბაზის და ოთახის გადაკეთება მოუწიათ იმის გამო, რომ პარტიულ მიზნებზე და მათ სამსახურებს მორგებოდა.მმართველი პარტიის ახალ ოფისზე ინფორმაცია პირველად გაჟღერდა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818036_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_944480f1c92f7d3f6f24c47bc5e0c8d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , თბილისი დღეს
არანაირი კორუფცია - „ქართულ ოცნებას“ ზაფხულში სათაო ოფისის ახალი შენობა ექნება
„ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ორთაჭალის რაიონში განთავსდება
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის ზაფხულში გადავა ახალ ოფისში, რომელსაც შემდგომი გამოსყიდვის უფლებით იქირავებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან ან კორუფციასთან, განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
10 თებერვალს მმართველმა პარტიამ უარყო არაერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩაზე პარტიის ახალი ოფისის მშენებლობას ახორციელებს, ასევე ის ფაქტი, თითქოს ოფისის მშენებლობის დოკუმენტები არ ასახავს ხარჯებს და საუბარია ფულის გათეთრებაზე.
„ჩვენ ძალიან კარგ, საკმაოდ შთამბეჭდავ ოფისში გადავალთ უკვე ზაფხულში. ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პარტიის ოფისი შევიძინოთ, ანუ იჯარა-გამოსყიდვის მეთოდით მივიღოთ თუ არა და ბოლო დღეებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ დიახ, ეს ასე იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზია ცდილობს ეს დაუკავშიროს ფულის გათეთრებას, აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, შენობის მფლობელს გარანტია მისცეს, რომ ამ ოფისში იჯარით მაინც შევიდოდნენ. უფრო 90%-ის ალბათობით ოფისს იჯარა-გამოსყიდვით შეიძენენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძველ ოფისში ბევრი დარბაზის და ოთახის გადაკეთება მოუწიათ იმის გამო, რომ პარტიულ მიზნებზე და მათ სამსახურებს მორგებოდა.
მმართველი პარტიის ახალ ოფისზე ინფორმაცია პირველად გაჟღერდა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“.