ხაშურში მთის ფერდობიდან მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა

© Emergency Management Service of Georgiaსოფელი ტაშისკარი. მიწის ჩამოშლა
სოფელი ტაშისკარი. მიწის ჩამოშლა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2024
გამოწერა
უწყების ცნობით, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან მთის ფერდობიდან ღელის მიმართულებით მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით ადგილზე მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოსა და სამოქალაქო უსაფრთხოებისა დეპარტამენტების ჯგუფები.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებიც.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები.
წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0