თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2024
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.
სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0