საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა: ახალი ინფორმაცია

© Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გზებზე
გაწმენდითი სამუშაოები გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2024
გამოწერა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გზებზე უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო იყო დაწესებული.
კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ასევე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ მონაკვეთზე.
თოვლის გამო კი, რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-106-ე კმ) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე საავტომობილო გზის 1-90-ე კმ (ანგისა-რიყეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0