https://sputnik-georgia.com/20240210/sisxliani-garceva-rustavis-bazarsi-policiam-kidev-erti-piri-daakava-286237625.html
სისხლიანი გარჩევა რუსთავის ბაზარში: პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
სისხლიანი გარჩევა რუსთავის ბაზარში: პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
მედიის ინფორმაციით, დაკავებულია მსროლელის ძმა 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T18:30+0400
2024-02-10T18:30+0400
2024-02-10T19:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსთავი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823625_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_11e183aa9e0fa1139a90e24824edb35c.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა რუსთავის ბაზარში მომხდარ მასობრივი სროლის საქმეზე, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.შსს-ს ინფორმაციით, ახალ ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედება ბრალად. ირკვევა, რომ დაკავებული მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაა.შსს-ს ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი ბიძაშვილია.მსროლელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ერთი ვერსიით, ბიძამ, რომელიც ბაზარში ხორცპროდუქტებს ჰყიდდა, წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. კიდევ ორი ადამიანი „ბრმა ტყვიის" მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა.მეორე ვერსიის თანახმად კი მამაკაცმა ბიძას ხორცის ნისიად მიყიდვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823625_146:0:2877:2048_1920x0_80_0_0_bc768e8a90bdbe6a78abb3ef519f459e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
სისხლიანი გარჩევა რუსთავის ბაზარში: პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
18:30 10.02.2024 (განახლებულია: 19:29 10.02.2024) მედიის ინფორმაციით, დაკავებულია მსროლელის ძმა
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართულმა პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა რუსთავის ბაზარში მომხდარ მასობრივი სროლის საქმეზე, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
შსს-ს ინფორმაციით, ახალ ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედება ბრალად. ირკვევა, რომ დაკავებული მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაა.
შსს-ს ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი ბიძაშვილია.
მსროლელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ერთი ვერსიით, ბიძამ, რომელიც ბაზარში ხორცპროდუქტებს ჰყიდდა, წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. კიდევ ორი ადამიანი „ბრმა ტყვიის" მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა.
მეორე ვერსიის თანახმად კი მამაკაცმა ბიძას ხორცის ნისიად მიყიდვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.