https://sputnik-georgia.com/20240210/saqartvelo-vaja-azarasvils-gamoetxova-286237473.html
საქართველო ვაჟა აზარაშვილს გამოეთხოვა
საქართველო ვაჟა აზარაშვილს გამოეთხოვა
Sputnik საქართველო
მუსიკოსი, რომელმაც ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, ქაშუეთის ტაძრიდან შუადღისას გამოასვენეს 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T17:44+0400
2024-02-10T17:44+0400
2024-02-10T19:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286160646_0:0:801:450_1920x0_80_0_0_07ca14c06f2356b1a6e1897b922a7765.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი თბილისში, მახათას პანთეონში დაკრძალეს.ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი, რომელმაც ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, ქაშუეთის ტაძრიდან შუადღისას გამოასვენესკომპოზიტორის ოჯახის წევრებს პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.დიდ მაესტროს დაემშვიდობნენ კოლეგები, ოჯახის წევრები და მოქალაქეები.ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორია.ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის — „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები — „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო!“ და სხვ.ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სსრ-ის კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/07/286160646_0:0:600:450_1920x0_80_0_0_df5bb95f676ae244526d095940e69621.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საქართველო ვაჟა აზარაშვილს გამოეთხოვა
17:44 10.02.2024 (განახლებულია: 19:28 10.02.2024) მუსიკოსი, რომელმაც ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, ქაშუეთის ტაძრიდან შუადღისას გამოასვენეს
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი თბილისში, მახათას პანთეონში დაკრძალეს.
ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი, რომელმაც ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, ქაშუეთის ტაძრიდან შუადღისას გამოასვენეს
კომპოზიტორის ოჯახის წევრებს პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.
დიდ მაესტროს დაემშვიდობნენ კოლეგები, ოჯახის წევრები და მოქალაქეები.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორია.
ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.
კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის — „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები — „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო!“ და სხვ.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სსრ-ის კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).