https://sputnik-georgia.com/20240210/ramdeni-daxarjes-qartvelebma-ucoetsi-statistika-286230920.html
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - ახალი სტატისტიკა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში მიდიან საყიდლებზე, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T09:31+0400
2024-02-10T09:31+0400
2024-02-10T09:31+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/66/240406640_0:400:2929:2048_1920x0_80_0_0_1fb3502ec6e2fe6f40c20c33b78000c6.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2023 წელს საზღვარგარეთ 2.037,1 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 11,5%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 906,7 ლარს ხარჯავდა - 15,9%-ით ნაკლებს, ვიდრე 2022 წელს. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.საქართველოს მოქალაქეები 2023 წელს საზღვარგარეთ 2,8 ათასჯერ გავიდნენ, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 31,6%-ით მეტია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,5%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 1,4 მილიონს, რაც 43,9%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 43,3%, სომხეთში – 15%, რუსეთში – 12,5%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 14,5%.ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ 2023 წელს საშუალოდ 6,5 ღამე შეადგინა, რაც 7,1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/66/240406640_77:0:2808:2048_1920x0_80_0_0_878647590e6bc1ebca1d3c222b0ae414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები, საქართველო
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - ახალი სტატისტიკა
საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში მიდიან საყიდლებზე, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2023 წელს საზღვარგარეთ 2.037,1 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 11,5%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 906,7 ლარს ხარჯავდა - 15,9%-ით ნაკლებს, ვიდრე 2022 წელს. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2023 წელს
რაზე დახარჯეს | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, ლარი |
საყიდლები | 853,3 | 41,9 | 379,8 |
კვება | 501,9 | 24,6 | 223,4 |
განთავსება | 339,6 | 16,7 | 151,1 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 189,6 | 9,3 | 84,4 |
გართობა | 90,9 | 4,5 | 40,5 |
სხვა | 61,8 | 3,0 | 27,5 |
საქართველოს მოქალაქეები 2023 წელს საზღვარგარეთ 2,8 ათასჯერ გავიდნენ, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 31,6%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,5%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 1,4 მილიონს, რაც 43,9%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 43,3%, სომხეთში – 15%, რუსეთში – 12,5%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 14,5%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2023 წელს
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, % |
შოპინგი | 796,3 | 35,4 |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 726,3 | 32,3 |
დასვენება და გართობა | 316,7 | 14,1 |
პროფესიული საქმიანობა | 280,8 | 12,5 |
მკურნალობა | 65,1 | 2,9 |
სხვა | 61,6 | 2,6 |
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ 2023 წელს საშუალოდ 6,5 ღამე შეადგინა, რაც 7,1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.