https://sputnik-georgia.com/20240210/didi0tragedia-moxda-premieri-stiqiuri-ubedurebis-zonasi-imyofeboda-286236740.html
„დიდი ტრაგედია მოხდა“ - პრემიერი სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდა
„დიდი ტრაგედია მოხდა“ - პრემიერი სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა 10.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-10T15:30+0400
2024-02-10T15:30+0400
2024-02-10T17:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
იმერეთი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040781_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_a1f4e6e64d4d39ded52e37391d360b71.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შაბათს იმყოფებოდა ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.7 თებერვალს მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა. მაშველებმა მათი ცხედრები მეორე დღეს იპოვეს.ექსპერტების თქმით, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში - სტიქიური უბედურების მიზეზები და მასშტაბი>>კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040781_14:0:1153:854_1920x0_80_0_0_60ac13763c8cf5b63626c8eed332d661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
„დიდი ტრაგედია მოხდა“ - პრემიერი სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდა
15:30 10.02.2024 (განახლებულია: 17:43 10.02.2024) მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შაბათს იმყოფებოდა ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.
7 თებერვალს მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა. მაშველებმა მათი ცხედრები მეორე დღეს იპოვეს.
„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ტრაგედიის ადგილზე ვიყავით, ვითარებას ადგილზე გავეცანით“, - განაცხადა კობახიძემ.
ექსპერტების თქმით, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.