მიმოხილვა: რუსული ჯარები ავდეევკაში წარმატებებს ავითარებენ

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია ავდეევკის მიმართულებით წარმატებით ვითარდება და სპეცოპერაციის მიზნების მიღწევას აჩქარებს. უკრაინის არმიის გამაგრება ავდეევკაში ნაფლეთებადაა ქცეული, რაც აშკარა დასტურია იმისა, რომ ბანდერელებისთვის დასავლეთის სამხედრო-ფინანსური დახმარება უაზრობაა.
რუსულმა ჯარებმა გაარღვიეს მოწინააღმდეგის თავდაცვა ავდეევკაში და კონტროლი აიღეს სარკინიგზო ხიდზე „კოქსოხიმის“გამაგრებული ტერიტორიის სამხრეთით. მოიერიშე რაზმები წინ მიიწევენ საპრონოვას, ლესია უკრაინკასა და ჟელეზნოდოროჟნის ქუჩების მიდამოებში, რითაც ფაქტობრივად ორ უთანასწორო ნაწილად ჭრიან ქალაქის ტერიტორიას. ისინი გეგმაზომიერად იკავებენ მოწინააღმდეგის პოზიციებს ავდეევკის აგარაკებზე. ასე ყალიბდება ქვაბული უკრაინელი სამხედროებისთვის, საიდანა ცოცხალი ყველა ვერ გამოვა.
უკრაინული ჯარები ინდუსტრიული ზონის პერიმეტრის გასწვრივ სანგრების გათხრას ცდილობენ, მაგრამ რესურსები სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობას არ ძლევა − მებრძოლები, იარაღი და საბრძოლო მასალა არ ჰყოფნით.
ამხრეთით სასტიკი ბრძოლა გრძელდება ჩერნიშევსკის, სობორნაიასა და სპორტივნაიას ქუჩების მიდამოებში. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ინტენსიურად იყენებენ პლანირებად ბომბებს ავდეევკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე, რუსული არტილერია აქტიურად მუშაობს, ხოლო რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები Starlink-ის სიგნალებს ბლოკავს − ნატოს შტაბები უკრაინის ჯარების მართვას კარგავენ.
მანამდე ავდეევკის გამაგრებულ რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ათი ათასამდე ჯარისკაცი გადაისროლეს − ელიტარული 47-ე მექანიზებული ბრიგადა ამერიკული წარმოების M-2 Bradley საბრძოლო მანქანებით, 53-ე და110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადები, ასევე დაზვერვის სამსახურისა და მესაზღვრეთა ცალკეულისპეცრაზმები.
დღეისათვის ავდეევკის გზები დამწვარი უკრაინული სამხედრო ტექნიკითაა მოფენილი, მათ შორის, ნატოს სტანდარტების ჯავშანტექნიკით. დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს არავინ ითვლის. მთლიანობაში სპეცოპერაციის დროს კიევის რეჟიმმა 383 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 2023 წლის დეკემბერში ავდეევკიდან უკანდახევის წინადადება წამოაყენა ჯარების საბრძოლო ეფექტურობის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა. და ახლაკიევისთვის ასეთი „სტრატეგიის“ შედეგები კატასტროფულად გამოიყურება − ავდეევკა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს არტიომოვსკსადა მარიუპოლს.

კრიტიკული მდგომარეობა

თებერვლის დასაწყისში ჩრდილოეთის გარღვევა არის ავდეევკის შეტევითი ოპერაციის ბუნებრივი გაგრძელება. რუსული ჯარები ქალაქში ჯერ კიდევ 20 იანვარს შევიდნენ სამხრეთიდან, ჩერნიშევსკის და სპორტივნაიას ქუჩების მიდამოებში.
პარალელურად და ყოველდღიურად, რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ სარაკეტო დარტყმებს მნიშვნელოვან სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე მოწინააღმდეგის ოპერატიული ზურგის მთელ სიღრმეზე, ხარკოვიდან კიევამდე, ვინიცამდე, ხმელნიცკსადა ლვოვამდე.
უკრაინული და დასავლური წყაროები ირწმუნებიან, რომ 7 თებერვალს კიევში პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ ჩაფრინდა. იმავე დღეს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელ ჯოზეფ ბორელს, რომელიც კიევში ჩავიდა ვიზიტით, რუსული რაკეტებისგან თავშესაფარში დამალვა მოუხდა. უკრაინის ოპერაციების თეატრში რუსეთი ფლობს ინიციატივას და არა ევროკავშირი.
ასე თუ ისე, შეერთებულ შტატებში და ნატოს სხვა ქვეყნებში საზოგადოებას იმისთვის ამზადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისადა კიევის რეჟიმის დამარცხებაგარდაუვალია. ამერიკული ჟურნალი Newsweek მკაცრად ამბობს: „ავდეევკა მალე დაეცემა“, „რუსული მარწუხები საკვანძო ქალაქის ირგვლივ იკვრება“.
გამოცემა Forbes კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ავდეევკა აშშ-ის კონგრესში პრორუსმა რესპუბლიკელებმა „ჩაბარეს". The New York Times აღნიშნავს: „უკრაინას სურს მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება; ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს", „ჰორიზონტზე არაფერი ჩანს ისეთი, რაც შეიძლება კონგრესის მიერ ახალი60 მილიარდი დოლარის გამოყოფას შეედრებოდა ომის მხარდასაჭერად", „უკრაინის არმია მოულოდნელად არ განადგურდება, მაგრამ მისი ძალების დეგრადაცია შეუქცევადი იქნება“. Washington Post: „უკრაინის არმიის ძალები ამოწურულია, ფრონტი შეიძლება ჩამოიშალოს“.
ასეთი შეფასებები და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხების აშკარა გარდაუვალობა ავდეევკასადა ფრონტის სხვა სექტორებში, ნამდვილად არ აღუთქვამს კიევს დასავლური ფულის, იარაღისა და საბრძოლო მასალის ახალ „პაკეტებს“. დასავლეთს არ სურს ინვესტირება საკუთარ დამარცხებაში.
მეორე მხრივ, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიამ იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება ხუთ-ათჯერ გაზარდა. ნატომ იცის, რომ რუსეთის არმიამ 2023 წელს მიიღო 1500 ახალი ტანკი და 22000 დრონი, და რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების არტილერისტები საბრძოლო მასალას არ ზოგავენ. გამოცემა TheWar Zone აღიარებს: „რუსეთი მზად არის, გატეხოს უკრაინის წინააღმდეგობა“, და ეს შეერთებული შტატებისა და ნატოს ტექნოლოგიური დამცირების აქტია. თუმცა, დასავლეთისთვის ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის და ეს ავდეევკა ან კუპიანსკი არ არის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0