https://sputnik-georgia.com/20240209/ramdenma-adamianma-isargebla-dagrovebiti-pensiit-bolo-monacemebi-286228910.html
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით - ბოლო მონაცემები
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ-ს აღწევს. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T22:42+0400
2024-02-09T22:42+0400
2024-02-09T22:42+0400
საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269545_0:0:3556:2001_1920x0_80_0_0_e44e70e5f4aa6e9140b539e6888a0670.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7.583 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 23,4 მილიონ ლარზე მეტი, იუწყება საპენსიო სააგენტო.ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 489 ათასი ადამიანია.საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა კი 896 მილიონი ლარი შეადგინა.რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობას, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ის 4,4 მილიარდი ლარი იყო.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269545_825:0:3556:2048_1920x0_80_0_0_73e9ca1a2f7b845895af2df2ee411dcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით - ბოლო მონაცემები
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ-ს აღწევს.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7.583 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 23,4 მილიონ ლარზე მეტი, იუწყება საპენსიო სააგენტო.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 489 ათასი ადამიანია.
საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა კი 896 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობას, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ის 4,4 მილიარდი ლარი იყო.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.