https://sputnik-georgia.com/20240209/ra-shemosavali-miigo-saqartvelom-gvinis-eqsportisgan-286217860.html
ღვინის ექსპორტი: რა შემოსავალი მიიღო საქართველომ
ღვინის ექსპორტი: რა შემოსავალი მიიღო საქართველომ
Sputnik საქართველო
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T18:13+0400
2024-02-09T18:13+0400
2024-02-09T18:13+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქართული ღვინო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091617_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_390e57196737d2734bc349e01383203e.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მლნ დოლარის ღირებულების 89,5 მლნ ლიტრამდე ღვინო, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია - ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.უწყების განმარტებით, ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა.როგორც უწყებაში განმარტეს, კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა.ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით. პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091617_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_319bea943f4e23a19e512f0ca612538a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, ახალი ამბები
ღვინის ექსპორტი: რა შემოსავალი მიიღო საქართველომ
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მლნ დოლარის ღირებულების 89,5 მლნ ლიტრამდე ღვინო, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია - ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
უწყების განმარტებით, ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა.
„ექსპორტის რაოდენობრივმა კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა - რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა.
ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე: კორეის რესპუბლიკა - 60%, გერმანია - 43%, აშშ - 6%, პოლონეთი - 3%, იაპონია- 1%; მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში: მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 31,5 ლიტრი სპირტიანი სასმელები - შემოსავლები 41%-ით, ხოლო ექსპორტის რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი.
ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV-ის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება კლებულობს. ბოლო წლების განმავლობაში (2017-2022) ღვინის მოხმარება შემცირებულია, საშუალოდ, 6% პროცენტით. პრემიუმ ღვინის სეგმენტი (ფასი 10 აშშ დოლარი ან მეტი ბოთლზე) გაიზარდა, ხოლო დაბალფასიანი ღვინის (ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები ბოთლზე) მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.