https://sputnik-georgia.com/20240209/poutinis-interviu-karlsontan-286209222.html
„შეიძლება ეს შეცდომა იყო“: რაზე ისაუბრა პუტინმა კარლსონთან
„შეიძლება ეს შეცდომა იყო“: რაზე ისაუბრა პუტინმა კარლსონთან
Sputnik საქართველო
ვლადიმირ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში საქართველოც ახსენა 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T11:26+0400
2024-02-09T11:26+0400
2024-02-09T11:26+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286209052_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ba98201a265e0c0d7f78b7e5da6d62b3.jpg
თბილისი, 9 თებერვალი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ამერიკული ტელეკომპანია FOX-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა და მის ტრიგერად კიევში 2014 წელს მომხდარი „სახელმწიფო გადატრიალება“ დაასახელა, რასაც შედეგად მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე კიევის უარი მოჰყვა.პუტინმა ვაშინგტონს პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდა და დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის დიალოგისთვის.ტაკერ კრალსონთან ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს სრული, ორსაათიანი ვერსია, კრემლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. მას თან ახლავს საუბრის რუსულენოვანი სტენოგრამა.რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და რუსეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობასაც კი განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ უარი უთხრეს.როგორც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობებიც სწორედ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის შედეგია.ამასთან პუტინმა სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ ომი მათ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს.შეკითხვაზე, მიღწეულია თუ არა მოსკოვის მიზნები „ომის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით, პუტინმა კარლსონს უარყოფითად უპასუხა: „არა, ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ჩვენი მიზნებისთვის, ვინაიდან ერთ-ერთი მიზანი − ეს დენაციფიკაცია იყო“, რაც შესრულებული არ არის.ინტერვიუს ბოლოს ტაკერ კარლსონმა ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, სწორად გაუგო თუ არა მას, რომ რუსეთს უკრაინასთან არსებული პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრა სურს? რაზეც პუტინმა უპასუხა: „სწორად გესმით“. და იქვე ხაზი გაუსვა:როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინა და რუსეთი მოილაპარაკებენ და ხალხებს შორის ურთიერთობები აღდგება − ამას „ბევრი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება“.აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში საქართველოც ახსენა ორჯერ. ერთხელ, როდესაც ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საუბრობდა და თქვა, რომ სამიტზე ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას კარი გაუღო; მეორედ კი, როდესაც უკრაინაში დაქირავებულ სამხედროებს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტში „ყველაზე მეტი დაქირავებული პოლონეთიდანაა, მეორე ადგილზეა აშშ, ხოლო მესამეზე - საქართველო“.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286209052_1728:377:3072:1385_1920x0_80_0_0_acd922da09f82bfbb17455445183d8a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
„შეიძლება ეს შეცდომა იყო“: რაზე ისაუბრა პუტინმა კარლსონთან
ვლადიმირ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში საქართველოც ახსენა
თბილისი, 9 თებერვალი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ამერიკული ტელეკომპანია FOX-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა და მის ტრიგერად კიევში 2014 წელს მომხდარი „სახელმწიფო გადატრიალება“ დაასახელა, რასაც შედეგად მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე კიევის უარი მოჰყვა.
პუტინმა ვაშინგტონს პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდა და დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის დიალოგისთვის.
ტაკერ კრალსონთან ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს სრული, ორსაათიანი ვერსია, კრემლის
ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. მას თან ახლავს საუბრის რუსულენოვანი სტენოგრამა.
რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და რუსეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობასაც კი განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ უარი უთხრეს.
„რუსეთი ელოდა, რომ მას ცივილიზებული ხალხების ძმურ ოჯახში მიიღებდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. <...> შეერთებულმა შტატებმა მოგვატყუა;დაგვპირდა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ მოხდებოდა, მაგრამ ეს ხუთჯერ მოხდა − იყო გაფართოების ხუთი ტალღა“, − აღნიშნა პუტინმა.
როგორც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობებიც სწორედ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის შედეგია.
ამასთან პუტინმა სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ ომი მათ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს.
„ჩვენი მიზანი ამ ომის დასრულება იყო. და ჩვენ ის 2022-ში არ დაგვიწყია. ეს [ომის] შეწყვეტის მცდელობაა“, − თქვა მან.
შეკითხვაზე, მიღწეულია თუ არა მოსკოვის მიზნები „ომის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით, პუტინმა კარლსონს უარყოფითად უპასუხა: „არა, ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ჩვენი მიზნებისთვის, ვინაიდან ერთ-ერთი მიზანი − ეს დენაციფიკაცია იყო“, რაც შესრულებული არ არის.
ინტერვიუს ბოლოს ტაკერ კარლსონმა ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, სწორად გაუგო თუ არა მას, რომ რუსეთს უკრაინასთან არსებული პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრა სურს? რაზეც პუტინმა უპასუხა: „სწორად გესმით“. და იქვე ხაზი გაუსვა:
„შეიძლება ითქვას, რომ შეცდომა დავუშვით, როდესაც მოქმედებები გავააქტიურეთ და იარაღის დახმარებით გადავწყვიტეთ 2014 წელს დონბასში დაწყებული ომის შეწყვეტა. <...> მაგრამ მოლაპარაკებები [უკრაინის ხელისუფლებამ] შეწყვიტა. შეცდომაა? დიახ. გამოსწორეთ ის და ჩვენ Მზად ვართ. Სხვა რა ვქნათ?“
როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინა და რუსეთი მოილაპარაკებენ და ხალხებს შორის ურთიერთობები აღდგება − ამას „ბევრი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება“.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში საქართველოც ახსენა ორჯერ. ერთხელ, როდესაც ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საუბრობდა და თქვა, რომ სამიტზე ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას კარი გაუღო; მეორედ კი, როდესაც უკრაინაში დაქირავებულ სამხედროებს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტში „ყველაზე მეტი დაქირავებული პოლონეთიდანაა, მეორე ადგილზეა აშშ, ხოლო მესამეზე - საქართველო“.