პესკოვი: კრემლმა პუტინთან ინტერვიუზე რამდენიმე ათეული მოთხოვნა მიიღო

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
თბილისი, 9 თებერვალი − Sputnik. ბოლო დღეებში კრემლმა მსოფლიოს უმსხვილესი მედიასაშუალებებისგან რამდენიმე ათეული მოთხოვნა მიიღო ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს შესახებ, განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„დღეს ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის ინტერვიუა ამერიკელ ჟურნალისტთან. ის უკვე გამოქვეყნდა. სხვათა შორის, ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, ალბათ, რამდენიმე ათეული მოთხოვნა მივიღეთ პრეზიდენტ პუტინთან ინტერვიუს შესახებ უცხოური მედიისგან. ეს ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის თუ ავსტრალიის უმსხვილესი მედიასაშუალებებია“, − განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვმა მადლობა გადაუხადა „მსოფლიოს ბევრი ქვეყნის“ მედიას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ინტერესისთვის და განმარტა, რომ გასაგები მიზეზების გამო ახლა სხვა ინტერვიუს ჩაწერა შეუძლებელია, თუმცა კრემლი ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული ტელეკომპანია FOX-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონს მისცა ინტერვიუ, რომელიც უკვე გამოქვეყნდა კრემლის საიტზე.
ყველა ახალი ამბავი
0