სომხეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი კობახიძის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაფართოების იმედი გამოთქვა და ირაკლი კობახიძეს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე მიულოცა.
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – დაწერა ფაშინიანმა.
საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2024 წლის იანვრის ბოლოს მოაწერეს.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0