https://sputnik-georgia.com/20240209/jozep-borelma-kobaxizes-premieroba-miuloca-286225978.html
ჟოზეპ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა
ჟოზეპ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა
Sputnik საქართველო
როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან მჭიდრო... 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T20:21+0400
2024-02-09T20:21+0400
2024-02-09T20:21+0400
პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282041065_0:250:3072:1978_1920x0_80_0_0_c70c99f703904fd2d61e1cc80270ec3a.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა.8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282041065_709:276:3072:2048_1920x0_80_0_0_194ebbf924aa613931b33bde534ed5ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ჟოზეპ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა
როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა.
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„ვულოცავ ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე, ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას", –
დაწერა ჟოზეპ ბორელმა სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.