https://sputnik-georgia.com/20240209/gaazrebulimaqvs-pasuxismgebloba-kobaxize-286204172.html
გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა - კობახიძე
გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა - კობახიძე
Sputnik საქართველო
კობახიძემ მთავრობის პირველი სხდომის გამართვა 12 თებერვალს ჩანიშნა 09.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-09T01:31+0400
2024-02-09T01:31+0400
2024-02-09T01:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284212657_40:467:2008:1574_1920x0_80_0_0_c836f8561e0c3fef7282818b59b8e90b.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მთავრობის მეთაურობა არის სერიოზული გამოწვევა, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო თანამდებობის დაკავება - გააზრებული მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებ, განაცხადა ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს გამოუცხადა ნდობა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.მისი თქმით, მისი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მიზანი იქნება დასახული ამოცანების შესრულება - ევროკავშირში ინტეგრაცია, სიღარიბესთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა.კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები დააანონსა და მთავრობის პირველი სხდომა 12 თებერვალს ჩანიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284212657_398:466:1876:1574_1920x0_80_0_0_9421a5ebd3c384b4e2502bb5d1f4b5a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა - კობახიძე
კობახიძემ მთავრობის პირველი სხდომის გამართვა 12 თებერვალს ჩანიშნა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მთავრობის მეთაურობა არის სერიოზული გამოწვევა, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო თანამდებობის დაკავება - გააზრებული მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებ, განაცხადა ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს გამოუცხადა ნდობა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„მადლობას გადავუხდი პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის. ბუნებრივია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, თან თვისობრივად საქმიანობის განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო არის. დიდი პასუხისმგებლობა არის და რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები. ახლო მომავალში მყისიერად გადავალთ უკვე სამუშაო რეჟიმზე, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. კონკრეტულად, საქართველოს მთავრობის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მისი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მიზანი იქნება დასახული ამოცანების შესრულება - ევროკავშირში ინტეგრაცია, სიღარიბესთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა.
კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები დააანონსა და მთავრობის პირველი სხდომა 12 თებერვალს ჩანიშნა.