მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ყველაზე მავნე მტრები“: ფხენიანი სამხრეთ კორეის ოკუპაციას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Valeri Melnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
თბილისი, 9 თებერვალი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა არ გამორიცხავს მისი მტრის, სამხრეთ კორეის ოკუპაციასა და იქაური მარიონეტების დაშოშმინების სცენარს, განაცხადა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას.
მისი თქმით, არც ისე დიდი ხნის წინ, ქვეყნის ხელისუფლებამ ორი კორეის გახლეჩვის ისტორიული შედეგები შეაფასა და სამხრეთ კორეელი მარიონეტები „ყველაზე მავნე და უცვლელ მტრებად შეაფასა“.
„ჩვენ მივიღეთ ეროვნული გადაწყვეტილება, დავიპყროთ და დავაშოშმინოთ მათი ტერიტორია საგანგებო ვითარების შემთხვევაში. ეს არის უდიდესი ზომა ჩვენი ქვეყნის მარადიული უსაფრთხოებისთვის, მშვიდობის მომავლისა და სტაბილურობისთვის“, − აღნიშნა კიმმა.
მისი თქმით, ფხენიანს აქვს უფლება, თავს დაესხას და გაანადგუროს მტერი, თუ ის ჩრდილოეთ კორეის მიმართ ძალის გამოყენებას შეეცდება.
„ჩვენი სახალხო არმია ხალისით ასრულებს პარტიის ბრძანებებსა და ინსტრუქციებს და არასდროს ნებდება. ჩვენს ჯარისკაცებს ბევრი ახსნა არ სჭირდებათ. ჩვენს ჯარისკაცებს ესმით, როდის დგება მოქმედების მომენტი და უყოყმანოდ მიემართებიან ბრძოლის ველისკენ“, − განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ორი კორეა

მეორე მსოფლიო ომში 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, კორეა საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად − ჩრდილოეთად და სამხრეთად დაიყო. მალე ჩრდილოეთში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და ის 1950 წელს სამხრეთში შეიჭრა. ამით დაიწყო კორეის ომი, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჩინეთი და სსრკ მონაწილეობდა, სამხრეთ კორეის მხარეს − შეერთებული შტატები და რამდენიმე სხვა ქვეყანა, როგორც გაეროს მრავალეროვნული ძალების ნაწილი.
1953 წლის ივლისში ომი ზავით დასრულდა, რომელსაც ერთი მხრიდან ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ჯარების სარდლებმა მოაწერეს ხელი, მეორე მხრიდან − შეერთებულმა შტატებმა, გაეროს დროშით. თავად ფხენიანსა და სეულს სამშვიდობო ხელშეკრულება არასდროს გაუფორმებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0