ერთა ლიგა 2024-25: საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ჩეხეთთან გამართავს

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მისთვის უმაღლეს - B ლიგაში პირველად იასპარეზებს
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა, იუწყება „პირველი არხი".
ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება. წილისყრის შედეგად ლიგებში ჯგუფები დაკომპლექტდა. B ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებები.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
I ტური - 7 სექტემბერი, 2024
საქართველო-ჩეხეთი
II ტური - 10 სექტემბერი, 2024
ალბანეთი-საქართველო
III ტური - 11 ოქტომბერი, 2024
უკრაინა-საქართველო
IV ტური - 14 ოქტომბერი, 2024
საქართველო – ალბანეთი
V ტური - 16 ნოემბერი, 2024
საქართველო – უკრაინა
VI ტური - 19 ნოემბერი, 2024
ჩეხეთი – საქართველო.
B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.
ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.
ყველა ახალი ამბავი
0