მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„როგორ გაბედა ამის თქმა?!“ ბაიდენი მისი ცუდი მეხსიერების ხსენებამ აღაშფოთა

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
თბილისი, 9 თებერვალი − Sputnik. მე ხანდაზმული ადამიანი ვარ, მაგრამ ვიცი, რასაც ვაკეთებ, ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სპეცპროკურორ რობერტ ჰურის ანგარიშს, რომელიც პრეზიდენტის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესების დარღვევის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
როგორც ჰურის ანგარიშშია ნათქვამი, იუსტიციის სამინისტრო არ აპირებს, ბრალი წაუყენოს პრეზიდენტს საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევისთვის. სპეცპროკურორი ჯო ბაიდენს კეთილი ზრახვებისა და ცუდი მეხსიერების მქონე ხანდაზმულ ადამიანად ახასიათებს, რომელმაც გამოკითხვისას ვერ გაიხსენა, რომელ წლებში იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ან როდის გარდაიცვალა მისი ვაჟი ბო ბაიდენი.
ჰურის შეფასებამ ბაიდენის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.
„მეხსიერების მხრივ ყველაფერი წესიგში მაქვს. [სპეცპროკურორის მოხსენებაში] ნათქვამია, რომ არ მახსოვს, როდის გარდაიცვალა ჩემი ვაჟი. ეშმაკმა წაიღოს, როგორ გაბედა ამ საკითხის წამოწევა?! <... მე ხანდაზმული ადამიანი ვარ, მაგრამ ვიცი, რას ვაკეთებ. მე პრეზიდენტი ვარ და ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენე“, − განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევასთან დაკავშირებით აშშ-ში გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის იანვარში ბაიდენის სახლში ოფიციალური დოკუმენტები აღმოაჩინეს. დოკუმენტების ნაწილი ბაიდენის სენატორობის, ნაწილი კი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის იყო. გარდა ამისა, მანამდე მსგავსი დოკუმენტები 2022 წელსაც იპოვეს ბაიდენის ოფისში.

ყველა ახალი ამბავი
0