მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი: უახლოესი დღეების პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliორბელიანის მოედანი
ორბელიანის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
სინოპრიკოსების ვარაუდით, 10-14 თებერვლის პერიოდში ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება
თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 თებერვლამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 14-16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) შედარებით თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 6-8 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0