https://sputnik-georgia.com/20240208/soso-jachvliani-gardaicvala-286187634.html
სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა
სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
მსახიობი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა 08.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-08T12:50+0400
2024-02-08T12:50+0400
2024-02-08T14:35+0400
საქართველო
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/08/286191657_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_951b8ac5464d51b2705d505663cc116b.jpg
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ქართველი მსახიობი, მკლავჭიდელი და პოლიტიკოსი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა, ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა. როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში, ჯერჯერობით უცნობია.სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, 1991 წელს კი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.სოსო ჯაჭვლიანი იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვ. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“. სოსო ჯაჭვლიანი 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/08/286191657_0:0:1813:1360_1920x0_80_0_0_1aca5bdbf713f32764d42d21c602b662.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები
სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა
12:50 08.02.2024 (განახლებულია: 14:35 08.02.2024) მსახიობი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ქართველი მსახიობი, მკლავჭიდელი და პოლიტიკოსი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა, ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.
როდის ჩამოასვენებენ მსახიობს სამშობლოში, ჯერჯერობით უცნობია.
სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, 1991 წელს კი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
სოსო ჯაჭვლიანი იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვ. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.
სოსო ჯაჭვლიანი 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი).