სატვირთოს მისაბმელში 77კგ ნარკოტიკს მალავდა - ირანის მოქალაქეს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით დაკავებულ ირანის მოქალაქეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში სცნეს დამნაშავედ.
გამოძიების ცნობით, 2023 წელს ირანის მოქალაქემ სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ბულგარეთის მიმართულებით გადაჰქონდა. ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ აბებსაც პირადად ინახავდა.
მას ბრალდება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა.
დაკავებულს, სახელმწიფოს სასარგებლოდ, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სატვირთო ავტომანქანაც ჩამოერთვა.
ყველა ახალი ამბავი
0