ყურადღება! ქუსლის ტკივილი შეიძლება ვერაგი დაავადების სიმპტომი იყოს

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ფილტვების კიბო კანცეროგენული დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სახეობაა, რომელიც პირველ ეტაპზე შეიძლება არანაირი სიმპტომით არ გამოვლინდეს. თუმცა ექიმებმა მაინც აღმოაჩინეს ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება დაავადების მაუწყებელი იყოს, წერს გამოცემა Daily Express-ი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტების თქმით, ეს ნიშანია ტკივილი ქუსლში, რასაც თრომბი იწვევს. თავის მხრივ, თრომბების ჩამოყალიბების რისკს სერიოზულად ზრდის კიბოს ბევრი სახეობა, მათ შორის, ფილტვის კიბოც.

მედიკოსების თქმით, თუ ქუსლში ტკივილი იგრძენით, შეეცადეთ ფეხები დაასვენოთ, მაგრამ თუ ტკივილი არ გაგივლით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
NHS-ს რეკომენდაციით, ექიმთან წასვლა საჭიროა, თუ:
ტკივილი ძლიერია და ხელს გიშლით ჩვეული საქმეების კეთებაში;
ტკივილი ძლიერდება, ან გაყუჩების შემდეგ კვლავ ბრუნდება;
ტკივილი არ ყუჩდება სახლში მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში;
ქუსლში გრძნობთ ჩხვლეტას ან კარგავთ მგრძნობელობას;
ხართ დიაბეტით დაავადებული (ქუსლებში პრობლემა დიაბეტიანებში შეიძლება უფრო სერიოზული იყოს).
რაც შეეხება სხვა, უფრო გავრცელებულ სიმპტომებს, რომლებიც ფილტვის კიბოს მაუწყებლად მიიჩნევა, ესენია:
გამუდმებული ხველა;
სისხლიანი ხველა;
ქოშინი;
უმიზეზო დაღლილობა და წონის დაკარგვა;
ტკივილი სუნთქვისას ან ხველებისას.
NHS-ის სპეციალისტები გაფრთხილებენ: თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გიფიქსირდებათ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ყველა ახალი ამბავი
0