https://sputnik-georgia.com/20240208/kus-tbis-sabagiro-erti-drit-ixureba-286200333.html
კუს ტბის საბაგირო ერთი დღით იხურება
კუს ტბის საბაგირო ერთი დღით იხურება
Sputnik საქართველო
როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაგირო გზას რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაუტარდება 08.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-08T21:20+0400
2024-02-08T21:20+0400
2024-02-08T21:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23348/34/233483441_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_d66c821c35b0af5d8a8bd2d8a0ab02f5.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 9 თებერვალს მგზავრებს ვერ მოემსახურება, იუწყება თბილისის მერია.როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაგირო გზას რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაუტარდება. მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება.თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.კუს ტბა თბილისელებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23348/34/233483441_46:0:1379:1000_1920x0_80_0_0_de1a844d0e348927ed26f402c9ab12a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
კუს ტბის საბაგირო ერთი დღით იხურება
როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაგირო გზას რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაუტარდება
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 9 თებერვალს მგზავრებს ვერ მოემსახურება, იუწყება თბილისის მერია.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაგირო გზას რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაუტარდება. მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
კუს ტბა თბილისელებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.