„ეს ყველაფერი ძალზე ემოციურია“: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ახალ თანამდებობაზე

© party "Georgian Dream"ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მისი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, მთავრობას განსაკუთრებული ურთიერთობა ექნება პარლამენტთან.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგანაც იგი 8 წლის განმავლობაში იყო დეპუტატი და დღეს ტოვებს პარლამენტის შემადგენლობას
კობახიძე დეპუტატი პირველად 2016 წელს გახდა და ამ დრომდე პარლამენტში მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" წარმოადგენს.
„ჩემთვის ძალზე ემოციურია საქართველოს პარლამენტში პრემიერის რანგში გამოჩენა. თითქმის რვა წელია, საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მისი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, მთავრობას განსაკუთრებული ურთიერთობა ექნება პარლამენტთან.
კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთანაც ერთადაც მან „დიდი გზა გაიარა და სერიოზული რეფორმები გაატარა“.
ამ წუთებში კობახიძე დეპუტატებს მთავრობის მუშაობის სამომავლო პროგრამას წარუდგენს. პრემიერობის კანდიდატმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ პროგრამა 10 თვეზეა გათვლილი, ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების შემთხვევაში ოთხ წელზე გათვლილ საშუალოვადიან პროგრამას წარადგენს.
ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ დაასახელა. იგი მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დატოვა და პარტიას ჩაუდგა სათავეში.
კობახიძის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა - თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
ყველა ახალი ამბავი
0