მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზედიზედ მეხუთედ: აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკის ამჟამინდელმა ლიდერმა, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 93,4%-ის დათვლის შემდეგ ალიევი ხმების 92%-ზე ოდნავ მეტს იღებს.
მეორე ადგილზე — 2,2%-იანი შედეგით, დამოუკიდებელი კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი გავიდა. დანარჩენ კანდიდატებს კიდევ უფრო ნაკლები ხმა აქვთ.
არსებული ცნობით, არჩევნებში აქტივობამ თითქმის 77% შეადგინა.
საბოლოო შედეგებს აზერბაიჯანის ცესკო ხვალ, 9 თებერვალს გამოაქვეყნებს. ამის შემდეგ კომისია დოკუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცემს, რომლის გადაწყვეტილებითაც კანდიდატი არჩეულად გამოცხადდება და ინაუგურაციის ცერემონია დაინიშნება.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში არჩევნები წესით მომავალ წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ალიევმა ის უფრო ადრე გადმოიტანა მისი პოპულარობის ზრდის ფონზე — მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა.
ალიევი ხელისუფლებაში 2003 წლიდან იმყოფება. ამ დროისათვის ქვეყანა პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევს, ხოლო საპრეზიდენტო ვადების რაოდენობა შეუზღუდავია. ალიევისთვის ეს უკვე ზედიზედ მეხუთე არჩევნებია. ბოლო არჩევნებში, 2018 წელს, მან ხმების 86% მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0