მიმოხილვა: რუსეთის ანტიდრონული აქცენტი NAIS-ის გამოფენებზე მოსკოვსა და ერ-რიადში

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnkov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
რუსეთის მაღალტექნოლოგიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სწრაფად პასუხობს დროის გამოწვევებს და „უპილოტო რევოლუციას“ უკრაინისა და სამხედრო ოპერაციების სხვა თეატრებში. ეფექტური ანტიდრონული სისტემების შექმნას რუსული მრეწველობის სამოქალაქო სექტორის საწარმოებიც კი იწყებენ. უპილოტო საფრენი აპარატების დაჩქარებული განვითარების ტენდენცია აისახება საერთაშორისო გამოფენებში NAIS-2024 მოსკოვში და World Defense Show-2024 ერ-რიადში
მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის გამოფენა NAIS 6-7 თებერვალს გაიმართა Crocus Expo-ზე, რომელშიც 110 კომპანია მონაწილეობდა რუსეთიდან, ბელორუსიდან, ჩინეთიდან და ირანიდან. მასზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრი — დაწყებული განათების სისტემებით, გასრულებული რადარებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც აეროპორტების განვითარებისა და მოდერნიზაციისთვისაა განკუთვნილი საჰაერო ნავსადგურების საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სამხედრო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა World Defense Show 4-დან 8 თებერვლამდე საუდის არაბეთის დედაქალაქში იმართება, რომელშიც 45 ქვეყნის 750 მწარმოებელი მონაწილეობს. ღონისძიებები განსხვავდება თემატიკითა და მასშტაბით, მაგრამ მათ გამოხატული ანტიდრონული აქცენტი აერთიანებს.

NAIS-ის ცივი სრულყოფილება

NAIS სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის გამოფენაზე, ჩემთვის მოულოდნელად იყო წარმოდგენილი მრავალი სისტემა და კომპლექსი დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად (ყველა ზომისა და ტიპისა). სერიოზული სამეცნიერო-საწარმოო ბაზის მქონე კონსტრუქტორებმა დრონების ეფექტურად მოსაძებნად, ამოსაცნობად და გასანეიტრალებლად რადიოლოკაციური სადგურების, ოპტიკური ინსტრუმენტების, ნეიროქსელების, კომპიუტერული ხედვისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გამოიყენეს — „დაუპატიჟებელი“ დრონების აღმოჩენისა და განადგურების პროცესების დაჩქარებისა და ავტომატიზაციის მიზნით.
მოსკოვურმა კომპანია Neoscan-მა NAIS-ზე წარმოადგინა უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ახალი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც „კასპერსკის ლაბორატორიასთან“ ერთად შეიქმნა. ტექნოლოგიური მახასიათებლები — დრონების ავტომატური ძებნა ფართო ელექტრომაგნიტურ და ოპტიკურ სპექტრში ხელოვნური ინტელექტისა და ნეიროქსელების გამოყენებით, სამიზნეების განეიტრალება ოპერატორის ბრძანებით ან მისი მონაწილეობის გარეშე.
კომპლექსში შედის სარადარო სადგური, რადიოსიხშირული სკანერი, ვიდეოსათვალთვალო კამერა, მიმართულების და ყოვლისმომცველი ნეიტრალიზაციის მოდულები. სისტემა Kaspersky Android, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე, ნეიროქსელებზე და კომპიუტერულ ხედვაზეა დაფუძნებული, აკონტროლებს კომპლექსის ყველა კომპონენტს მაღალი სიჩქარით და სიზუსტით. Neoscan-ის ცნობით, კომპლექსი ისეთ მცირე სამიზნეებს, როგორიცაა DJI Mavic, ქალაქებში 15 წამზე ნაკლებ დროში აღმოაჩენს 40 კმ-მდე მანძილზე. ხოლო 4 კმ-მდე მანძილზე დრონის ტიპი და მოდელი 1 წამზე ნაკლებ დროში დგინდება.
ამავდროულად, „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროგრამული უზრუნველყოფა ოპერატორის კოორდინატების დადგენას ეხმარება. უპილოტო საფრენი აპარატებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მასშტაბირდება ნებისმიერი ზომის დაცულ ობიექტზე — აეროდრომზე, სამრეწველო საწარმოზე, საზოგადოებრივი ღონისძიებების ადგილებზე.
NAIS-ის სტენდებზე არსებულ მრავალ პროდუქტს შორის არც საწარმო „ელიარსის“ (ზელენოგრადი) ინოვაციური „ბრილიანტები“ არ ჩაკარგულა.
შესანიშნავი ანტიდრონული იარაღი PARS-4 და PARS-5 გამოსხივების სიმძლავრით გამოირჩევა და დრონების განეიტრალება 1500 მეტრამდე მანძილზე შეუძლიათ. უნიკალური სპირალური ტიპის ანტენა-ემიტერი ქმნის წრიულ პოლარიზაციას, რაც ზრდის მოწინააღმდეგის დრონების ჩახშობის ეფექტურობას.
ამასთან ზელენოგრადული იარაღის გამოყენება არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებსა და გამოცდილებას. ერთი აკუმულატორიდან უწყვეტი მუშაობის დრო 4 საათამდეა.
NAIS-ის გამოფენამ ნათლად ასახა რუსეთის აეროდრომების ობიექტებისა და სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების უსაფრთხოების გაძლიერების ტენდენცია უპილოტო საფრენი აპარატებით. თუმცა, ეს ტენდენცია და ბრძოლა გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავს დრონის გამოყენების ყველა სფეროში — ჰაერში, ხმელეთზე, წყალზე და წყალქვეშ.

World Defense Show-ს მხურვალე ინტერესი

იარაღის საერთაშორისო გამოფენა ერ-რიადში ასევე ასახავდა კონსტრუქტორების, მწარმოებლებისა და მომხმარებლების გატაცებას სხვადასხვა დანიშნულების მაღალტექნოლოგიური დრონების მიმართ. World Defense Show-ს ვებსაიტზე ხაზგასმულია: „მსოფლიო ორიენტირებულია ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტექნიკაზე, ავტონომიურ სისტემებზე, ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე, ბლოკჩეინის მდგრად განვითარებაზე“.
საუდის არაბეთში „როსტექმა“ თავდაცვის პროდუქტების 100-ზე მეტი ნიმუში წარმოადგინა: ავიაცია, ჯავშანტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღი. რუსული იარაღი ტრადიციულად აღაფრთოვანებს უცხოელ ექსპერტებსა და მყიდველებს. ყველაზე დიდი ინტერესი რუსულმა უპილოტო „ორლანებმა“ და კამიკაძე-დრონმა „კუბმა“, „სკატ-350M-მა“ და ასევე მოწინააღდეგის დრონების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებმა დაიმსახურა.
ერ-რიადში „როსტექმა“ პირველად წარმოადგინა „სერპის“ ხაზის უახლესი ავტომატური უპილოტო საფრენი აპარატების ჩახშობის სისტემა და რადიო მონიტორინგის აღჭურვილობა, რომელსაც დრონის ოპერატორის კოორდინატების „გამოთვლა“ შეუძლია. კომპლექსი სერპ-ВС6ეფექტურად უპირისპირდება ცალკეულ დრონებსა და ჯგუფებს 5 კმ-მდე მანძილზე პირდაპირი რადიოხილვადობის პირობებში და შეუძლია FPV-დეონების ჩახშობა. მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ „სერპი“ უხილავია მოწინააღმდეგის რადიოტექნიკისთვის, რადგან მას აქტიური გამოსხივება არ აქვს.
ბრძოლის ველზე ტექნოლოგიური რევოლუცია გვკარნახობს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და არანაკლებ ინტელექტუალური კონტრ-UAV სისტემების მქონე მზვერავ-მოიერიშე დრონების როლი მომდევნო ათწლეულებში მხოლოდ გაიზრდება. რუსული სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსი მზად არის, სწრაფად გააფართოოს თავისი მიღწევები — დროის მოთხოვნების შესაბამისად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0