ფოთში გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
ადგილობრივების ცნობით, სახლში კუსტარულად დამზადებული გაზის ღუმელი იყო დამონტაჟებული, სადაც სავარაუდოდ გაზმა გაჟონა.
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. ფოთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ასაკოვანი ცოლ-ქმარი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი”.
შემთხვევა ქუჩიშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ცოლ-ქმარს სახლში კუსტარულად დამზადებული ღუმელი ჰქონდათ. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია გაზის გაჟონვა.
ცოლ-ქმარს სახლში ახლობლებმა მიაკითხეს. მას შემდეგ, რაც კარი არავინ გააღო, შეამტვრიეს. მათ ოჯახის ორივე წევრი გარდაცვლილი დახვდათ.
ტელეკომპანიის ცნობით, ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0