https://sputnik-georgia.com/20240208/celenji-aseti-unda-elisasvili-parlamentsi-coxit-mivida-286198354.html
„ჩელენჯიც“ ასეთი უნდა - ელისაშვილი პარლამენტში ჩოხაში გამოწყობილი მივიდა
„ჩელენჯიც“ ასეთი უნდა - ელისაშვილი პარლამენტში ჩოხაში გამოწყობილი მივიდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალოაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის სხდომაზე ჩოხაში გამოწყობილი მივიდა - ასე... 08.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-08T19:58+0400
2024-02-08T19:58+0400
2024-02-08T19:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23887/39/238873984_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_369905902f4bc2b4677be1bed439c238.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალოაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის სხდომაზე ჩოხაში გამოწყობილი მივიდა - ასე უპასუხა მან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შენიშვნას, რომელიც რეგლამენტის დარღვევას ეხებოდა.ელისაშვილმა პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისგან რეგლამენტის დარღვევის გამო შენიშვნა მიიღო 6 თებერვალს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენისას, რადგან სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ჯინსებითა და სვიტერით, და არა შარვალ-კოსტუმსა ან ეროვნული სამოსში გამოწყობილი. ამით სპიკერმა უპასუხა ელისაშვილის საყვედურს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტის შემოსვლისას ფეხზე არ წამოდგნენ. ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაძაბული ურთიერთობებია.დეპუტატის თქმით, პარლამენტის სპიკერი „შარიანი კაცია“, ამიტომ არაფერია გამორიცხული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23887/39/238873984_138:0:1915:1333_1920x0_80_0_0_c1f9d8e5860fb3801b23826b6ce6e8b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
„ჩელენჯიც“ ასეთი უნდა - ელისაშვილი პარლამენტში ჩოხაში გამოწყობილი მივიდა
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალოაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის სხდომაზე ჩოხაში გამოწყობილი მივიდა - ასე უპასუხა მან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შენიშვნას, რომელიც რეგლამენტის დარღვევას ეხებოდა.
ელისაშვილმა პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისგან რეგლამენტის დარღვევის გამო შენიშვნა მიიღო 6 თებერვალს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენისას, რადგან სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ჯინსებითა და სვიტერით, და არა შარვალ-კოსტუმსა ან ეროვნული სამოსში გამოწყობილი. ამით სპიკერმა უპასუხა ელისაშვილის საყვედურს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტის შემოსვლისას ფეხზე არ წამოდგნენ. ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაძაბული ურთიერთობებია.
„ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე. ვნახოთ, შეიძლება პაპუაშვილმა ან მასრები დამიწუნოს, ან ქამარი, ან ჩოხის კალთა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
დეპუტატის თქმით, პარლამენტის სპიკერი „შარიანი კაცია“, ამიტომ არაფერია გამორიცხული.