ტესტი: ცხვირის ფორმა და თქვენი პიროვნული თვისებები

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
ამბობენ, რომ ადამიანის სხეულის ნებისმიერი დეტალი – დაწყებული წარბის რკალით, დასრულებული ფეხის თითების ფორმით, ბევრს გვიამბობს მფლობელის ხასიათზე.
მოდით, დღეს ცხვირის ფორმის მიხედვით განვსაზღვროთ თქვენი პიროვნული თვისებები.
ყურადღებით დახედეთ შემოთავაზებულ სურათს და აირჩიეთ ის ცხვირი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს თქვენსას.
ცხვირის ფორმები
ცხვირის ფორმები - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
ცხვირის ფორმები
№ 1. ნუბიური ცხვირი
ასეთი ცხვირის მქონეები ძალიან ცნობისმოყვარეები და ემოციურები არიან. ოპტიმიზმისკენ არიან მიდრეკილები და ყოველთვის გახსნილები არიან რაღაც ახლისა და საინტერესოსთვის.
გამოირჩევიან მოკრძალებით. თუმცა აზრის ჩამოყალიბების მათეული მანერა, უბრალოდ, აღგაფრთოვანებთ.
სხვათა შორის, სწორედ ნუბიური ცხვირი აქვს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
№ 2. ბერძნული ცხვირი
ასეთი ცხვირი წინდახედულობასა და პრაქტიკულობაზე მეტყველებს. რაც მთავარია, ასეთი ცხვირის მქონეები საოცრად ერთგულები არიან. მათ არ უყვართ ჭორაობა და საერთოდ არ უჭირთ სხვების საიდუმლოს შენახვა. უჭირთ ადამიანების ნდობა და მათთვის გულის გადაშლა.
№ 3. კაუჭა ცხვირი
ასეთი ცხვირის მქონეები არიან თავდაჯერებულები, უყვართ ფიქრი და სიღრმეებში წვდომა. მგზნებარედ იცავენ საკუთარ მოსაზრებებს და არ ეშინიათ რისკის. თვისება, რომეიც სხვებისგან გამოარჩევთ - ეს არის ასაკისთვის შეუფერებლად განვითარებული სიბრძნე.
№ 4. თაღისებური ცხვირი
ასეთი ცხვირის მქონეებისგან შესანიშნავი მმართველები გამოდიან. არიან აქტიურები, ორგანიზებულები და ეფექტურები საქმეში. აქვთ უნარი, იქცნენ მისაბაძ მაგალითად. ძალიან დიდ დროს უთმობენ კარიერას, თუმცა თავგანწირვით ზრუნავენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე. ვერ იტანენ ღალატს და შეუძლიათ ბევრი პრობლემა შეუქმნან იმას, ვინც მათ მოტყუებას შეეცდება.
№ 5. მოკლე და დახვეწილი ცხვირი
მტკიცე, ნებისყოფიანი, სპონტანური - ეს ყველაფერი სწორედ ასეთი ცხვირის მქონეებს ახასიათებს. არიან ძალიან შრომისმოყვარეები და პროდუქტულები. უყვართ დროის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენება. სწორედ ეს თვისებები ეხმარება მათ, მიიღონ სასურველი.
№ 6. სწორი ცხვირი
ასეთი ცხვირის მქონეები შესანიშნავად მართავენ საკუთარ ემოციებს. კარგად ერკვევიან სხვათა გრძნობებში, რაც მათ მაღალგანვითარებულ ემპათიურობაზე მეტყველებს. არიან უკიდურესად მომთმენები, მშვიდები. ვერ იტანენ პროვოკაციებს. მდგომარეობიდან მხოლოდ მაშინ გამოდიან, როცა საქმე ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ეხება.
№ 7. კეხიანი ცხვირი
ასეთებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ემოციურები და მგრძნობიარეები. მათი წყენინება ძალიან იოლია. მიუხედავად ამისა, არ უყვართ წუწუნი საკუთარ განცდებსა და პრობლემებზე. ისინი ტკივილს ღიმილს მიღმა მალავენ და ყოველთვის მზად არიან დახმარების გასაწევად. თანაც ყოველგვარი ანგარების გარეშე.
№ 8. მოღუნული ცხვირი
ასეთები ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო და მსუბუქები არიან. აქვთ მოსმენის შესანიშნავი უნარი. არასდროს არ აფასებენ წიგნს ყდის მიხედვით. ასეთებისგან კარგი მეგობრები და ერთგული პარტნიორები გამოდიან, ვიანიდან ყოველთვის ფიქრობენ და ყურადღებას აქცევენ სხვების გრძნობებს.
ყველა ახალი ამბავი
0