https://sputnik-georgia.com/20240207/tbilisi-parikaobashi-msoplio-tasis-etaps-umaspinzlebs-286152841.html
თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპს უამსპინძლებს
თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპს უამსპინძლებს
Sputnik საქართველო
ტურნირზე 16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს 07.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-07T13:45+0400
2024-02-07T13:45+0400
2024-02-07T13:45+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22874/81/228748164_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_fbe05373aac1b0657e4a89fc173bde06.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპს 9-დან 11 თებერვლამდე უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.ფედერაციამ სრულად გამოიყენა ტურნირის მასპინძლებისთვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი და თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპზე16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს.საერთაშორისო ტურნირი ძველი სპორტის სასახლეში ჩატარდება.მსოფლიოს ნომერ პირველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან ერთად, ქართველი გულშემატკივარი გუნდის უკვე გამოცდილ წევრებს, ასევე ნიჭიერ დამწყებ სპორტსმენებს იხილავს.შაბათს, 10 თებერვალს, სანდრო ბაზაძე პირდაპირ ძირითად ბადეში დაიწყებს ასპარეზობას, ხოლო ჯგუფური ეტაპიდან ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა.მანამდე, 2023 წლის ნოემბერში, შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობაში თბილისი უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22874/81/228748164_0:0:2628:1971_1920x0_80_0_0_9e9ce301789c4380cf788da517ca38db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპს უამსპინძლებს
ტურნირზე 16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპს 9-დან 11 თებერვლამდე უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.
ფედერაციამ სრულად გამოიყენა ტურნირის მასპინძლებისთვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობის ლიმიტი და თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპზე16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს.
საერთაშორისო ტურნირი ძველი სპორტის სასახლეში ჩატარდება.
მსოფლიოს ნომერ პირველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან ერთად, ქართველი გულშემატკივარი გუნდის უკვე გამოცდილ წევრებს, ასევე ნიჭიერ დამწყებ სპორტსმენებს იხილავს.
შაბათს, 10 თებერვალს, სანდრო ბაზაძე პირდაპირ ძირითად ბადეში დაიწყებს ასპარეზობას, ხოლო ჯგუფური ეტაპიდან ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა.
მანამდე, 2023 წლის ნოემბერში, შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობაში თბილისი უმასპინძლებს.