სტიქია საქართველოში: რა ვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerоთოვლმა პრობლემები შექმნა
оთოვლმა პრობლემები შექმნა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოდარებას 8 თებერვლიდან პროგნოზირებენ.
თბილისი, 47 თებერვალი — Sputnik. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს რეგიონების მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
უხვმა ნალექმა დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში საავტომობილო გზებზე გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა.
ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს როგორც ცენტრალური, ისე სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. პარალელურად, ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა ხარაგაულის რაიონშიც. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. მდინარეებზე დაფიქსირდა წყალმოვარდნები.
როგორც ხარაგაულის მერიაში განააცხადეს, 80-მდე ადგილზე პრევენციის ზომების მიღება გახდა საჭირო.
უამინდობამ ასევე პრობლემები შექმნა სოფელ მოლითთან არსებულ სარკინიგზო გზაზე, სადაც გზის ორ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა. შექმნილი ვითარების გამო შეფერხდა მატარებლების მოძრაობა.
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
იმერეთში, კერძოდ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს სამი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რომელთა შორის, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებიც არიან.
თოვლისა და უხვი ნალექის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში ათეულობით ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 2 ადამიანი.
აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.
სინოპტიკოსები 8 თებერვლამდე ძლიერ ნალექს, ქარს, თოვლს, ღვარცოფს, ზღვაზე შტორმს, მთიან რაიონებში ქარბუქს და ლიპყინულს პროგნოზირებენ. 8 თებერვლიდან კი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი მატება და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0