მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გახდა რიგითი მოქალაქე: სასამართლომ ტრამპს იმუნიტეტზე უარი უთხრა

© AP Photo / Craig Ruttle
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმუნიტეტის მინიჭებაზე, რომელიც მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისსაქმეზე სისხლისსამსართლებრივი დევნისგან დაიცავდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ტრამპი რიგითი მოქალაქე გახდა და საპრეზიდენტო იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებს.
„მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გახდა მოქალაქე ტრამპი, რომელსაც აქვს დაცვის იგივე უფლებები, როგორიც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ ნებისმიერ სხვა პირს. მას მეტად აღარ იცავს აღმასრულებელი ხელისუფლის იმუნიტეტი, რომელიც მას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს დაიცავდა“, − ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტებს ფართო სამართლებრივი დაცვის უფლება აქვთ და სამსახურებრივი ქმედებებისთვის მათი სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეიძლება. ეს წესი პრეზიდენტებზე არ ვრცელდება მხოლოდ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატას იმპიჩმენტი აქვს გამოცხადებული პრეზიდენტისთვის, ხოლო სენატს თანამდებობიდან ჰყავს ჩამოშორებული.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, აბსოლუტური იმუნიტეტი პრეზიდენტს ხელისუფლების ყველა შტოზე მაღლა დააყენებდა, რაც სახიფათოა ხელისუფლების კონსტიტუციური სისტემისთვის.
ამასთან გამოცემა Washington Post წერს, რომ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის არცერთ სხვა იურისდიქციისთვის, სადაც ტრამპს დანაშაულში ედება ბრალი.
ტრამპის წარმომადგენლების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს და კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
ყველა ახალი ამბავი
0