საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სამხრეთ კავკასიაში რეალობას ცვლის - ფაშინიანი

© Government of Georgiaნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოსთან სტრატეგიულ დიალოგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება სამხრეთ კავკასიაში რეალობას ცვლის, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, როდესაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
2024 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა 28 იანვარს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად დაამტკიცეს ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი. 2023 წლის დეკემბერში კი საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა მიიღო, რომელთა შესრულებაც მოუწევს. ესაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
„გვინდა თუ არა, ეს ობიექტურად აისახება ჩვენს რეგიონზე. ოთხი მეზობელი ქვეყნიდან ორი (საქართველო და თურქეთი - რედ.) არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. და თუ ადრე ვამბობდით "სად ევროკავშირი და სად ჩვენ", ახლა ყველაფერი იცვლება. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული დიალოგი საქართველოსთან, რომელთან ურთიერთობაში საჭიროა არა რაიმე კონკრეტულ საკითხებზე „ჩაციკვლა“, არამედ მათი გადაჭრის გზების ძიება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2023 წლის ივლისიდან ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით არის შესაძლებელი.
2024 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ. სომხეთი საქართველოს ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წელს 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0