რა თანხას ჩადებს ხელისუფლება ქართული პროდუქციის საზღვარგარეთ რეკლამაში?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
საქართველო ყოველწლიურად ზრდის პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის დაფინანსებას
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე 19 მილიონ ლარს დახარჯავს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ.
2023 წელს საქართველოდან ექსპორტმა დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,1%-ით მეტია 2022 წლის იანვარი-დეკემბრის მაჩვენებელზე. საქართველოდან ექსპორტზე გადის საქონლის ფართო ასორტიმენტი - სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, მედიკამენტები და ა.შ.
„ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით აქტივობებს და დაფინანსებას პრიორიტეტულ ბაზრებზე - ევროკავშირში, ჩინეთსა და აშშ-ში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, რეკორდულად მაღალი დაფინანსება 19 მლნ ლარი არის გათვალისწინებული", - განაცხადა შამუგიამ.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად მრეწველობა ვითარდება და საექსპორტო შემოსავლები იზრდება.
„გასულ წელს ორგანიზებულად ჩატარდა რთველი - გადამუშავდა 221 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციიდან ფერმერების შემოსავალმა 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ჩვენ გავაგრძელებთ დარგის მხარდაჭერას", - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, დარგის ხელშეწყობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის სავალდებულო სერტიფიცირება.
მთავრობამ ასევე დაასრულა ვენახების კადასტრის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აღწერილია 48,7 ათასი ჰექტარი.
ყველა ახალი ამბავი
0