„მორიგი ლუსტრაცია“ – დეპუტატი პრეზიდენტის ოპოზიციისადმი მოწოდებაზე

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2024
გამოწერა
ახალი პლატფორმის შექმნის წინადადება სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პარლამენტში წამოაყენა, სადაც იგი პრეზიდენტის რანგში ბოლო, საკმაოდ მწვავე წლიური ანგარიშით წარდგა.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინადადება შეთანხმებული იყო ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის თანამოაზრეებთან და მისი მორიგი ლუსტრაცია გახდა, განაცხადასაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ადამიანები „ნაცმოძრაობიდან", სხვადასხვა პარტიიდან, მყისიერად დათანხმდნენ საკუთარი პარტიების სახელით. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ეს იყო კოორდინირებული, გათამაშებული ნაბიჯი... თუ „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს მონაწილეობას პლატფორმაში, ეს საზოგადოების თვალში სალომე ზურაბიშვილის ანულირებას საბოლოოდ მოახდენს“, - განაცხადა ოდიშარიამ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0