მაშველები დასავლეთ საქართველოში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ – ვიდეო

გამოწერა
ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეთში მაშველები მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ. მათ შორის არიან მამა და სამი არასრულწლოვანი შვილი
სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს 200-ზე მეტი მაშველი, კინოლოგთა ჯგუფი ძაღლებით, გამოიყენება დრონები და სპეცტექნიკა. მიწის მასა ჩამოიშალა ოთხ საცხოვრებელ სახლზე, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. სტიქიური უბედურება ბოლო დღეებში ძლიერმა ნალექმა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0