https://sputnik-georgia.com/20240207/bunebrivi-latastrofebis-adreuli-gafrtxilebis-ramdeni-sasguri-amoqmeddeba-saqartvelosi-286149230.html
ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური ამოქმედდება საქართველოში
ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური ამოქმედდება საქართველოში
Sputnik საქართველო
ადრეული გაფრთხილების სადგურების ძირითადი ნაწილი რაჭისა და სვანეთის რეგიონის მთებში მდებარეობს, ასევე არის სადგურები სხვა რეგიონებშიც 07.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-07T10:53+0400
2024-02-07T10:53+0400
2024-02-07T10:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
თანამედროვე ტექნოლოგიები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283577956_211:342:1883:1282_1920x0_80_0_0_2ba4b4178a6b88a2f75bad8c7e12d374.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის ბოლომდე 245 ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო სადგური ამოქმედდება, 29 ლოკაციაზე კი გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ.ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემის სადგურები აგროვებენ ინფორმაციას დაკვირვების არელაში და სახიფათო პროცესების პროგნოზს მათი ნელი განვითარების შემთხვევაში იძლევა.გარდა ამისა, გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება.„მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები“, - განაცხადა შამუგიამ.ადრეული გაფრთხილების სადგურების ძირითადი ნაწილი რაჭისა და სვანეთის რეგიონის მთებში მდებარეობს, ასევე არის სადგურები სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, კახეთში, იმერეთში, მთიან აჭარასა და გურიაში.რა მდგომარეობაა საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების კუთხით >>2018 წელს საქართველომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ის საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283577956_399:357:1740:1362_1920x0_80_0_0_4512abb1c8852ff655df864f92bbb314.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, თანამედროვე ტექნოლოგიები , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, თანამედროვე ტექნოლოგიები , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური ამოქმედდება საქართველოში
ადრეული გაფრთხილების სადგურების ძირითადი ნაწილი რაჭისა და სვანეთის რეგიონის მთებში მდებარეობს, ასევე არის სადგურები სხვა რეგიონებშიც
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2024 წლის ბოლომდე 245 ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო სადგური ამოქმედდება, 29 ლოკაციაზე კი გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ.
ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემის სადგურები აგროვებენ ინფორმაციას დაკვირვების არელაში და სახიფათო პროცესების პროგნოზს მათი ნელი განვითარების შემთხვევაში იძლევა.
„მიმდინარე წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეოსადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას. წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები. ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით, რომელიც მოწინავეა ამ მიმართულებით, დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა“, - განაცხადა შამუგიამ.
გარდა ამისა, გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება.
„მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები“, - განაცხადა შამუგიამ.
ადრეული გაფრთხილების სადგურების ძირითადი ნაწილი რაჭისა და სვანეთის რეგიონის მთებში მდებარეობს, ასევე არის სადგურები სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, კახეთში, იმერეთში, მთიან აჭარასა და გურიაში.
2018 წელს საქართველომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ის საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი დოლარს შეადგენს.