https://sputnik-georgia.com/20240206/saqartvelos-qalaqebi-cxovrebis-xarjebis-indeqssi-moxvdnen-286148184.html
საქართველოს ქალაქები ცხოვრების ხარჯების ინდექსში მოხვდნენ
საქართველოს ქალაქები ცხოვრების ხარჯების ინდექსში მოხვდნენ
Sputnik საქართველო
ბათუმში ცხოვრების ღირებულება თითქმის ისეთივეა, როგორც ქალაქ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), ულან-ბატორსა (მონღოლეთი) და ჩინეთის გუანჯოუში. 06.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-06T23:31+0400
2024-02-06T23:31+0400
2024-02-06T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267761795_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_f764dece540b378d4b3dd9a19d4066fb.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თბილისი და ბათუმი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიაში მოხვდნენ, რომლებიც მსოფლიოს 362 ქალაქს შორის შესაბამისად 247 და 276 ადგილს იკავებენ, ცხოვრების ხარჯების ინდექსი ცნობილმა კვლევითმა პორტალმა Numbeo-მ გამოაქვეყნა.რეიტინგში შეფასდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელი ხარჯების ღირებულება, ქირის ღირებულება, საკვები პროდუქტების ფასი, კვების ღირებულება რესტორნებში და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. ამავდროულად, ყველა ქალაქი შედარებულია ნიუ-იორკთან: ამერიკულ მეგაპოლისს ენიჭება 100%.თბილისში ცხოვრების ღირებულება ნიუ-იორკთან შედარებით 39,3%-ია, ბათუმში კი 35,4%.ახალი რეკორდი - ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელიწადში 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა >>ახლა საქართველოს დედაქალაქში ცხოვრების ღირებულება დაახლოებით იგივეა, რაც სან-პაოლოში (ბრაზილია), ტიმიშოარაში (რუმინეთი), ფუკეტში (ტაილანდი) და ბურგასში (ბულგარეთი).ბათუმში ცხოვრების ღირებულება თითქმის ისეთივეა, როგორც ქალაქ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), ულან-ბატორსა (მონღოლეთი) და ჩინეთის გუანჯოუში.რეიტინგიდან გამომდინარეობს, რომ ბაქოში, ანკარასა და მოსკოვში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში: აზერბაიჯანის დედაქალაქი 291-ე ადგილზეა, თურქეთი - 292, რუსეთი - 268.ამასთან, სომხეთის დედაქალაქი (ერევანი) რეიტინგში 241-ე ადგილზეა.რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ქალაქ ჰამილტონმა (ბერმუდის კუნძულები), სადაც ცხოვრება 37%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ნიუ-იორკში. საერთო ჯამში ათეულში შევიდა შვეიცარიის 5 ქალაქი, ამერიკის ოთხი, მათ შორის თავად ნიუ-იორკი, რომელიც მე-10 ადგილზეა.ცხოვრების ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე ათეულში შევიდა ინდოეთის ექვსი ქალაქი, პაკისტანის სამი ქალაქი და ნიგერიის ქალაქი ლაგოსი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267761795_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_edbd02eb422e467d562de462cfa85ecd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ქალაქები ცხოვრების ხარჯების ინდექსში მოხვდნენ
ბათუმში ცხოვრების ღირებულება თითქმის ისეთივეა, როგორც ქალაქ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), ულან-ბატორსა (მონღოლეთი) და ჩინეთის გუანჯოუში.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თბილისი და ბათუმი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიაში მოხვდნენ, რომლებიც მსოფლიოს 362 ქალაქს შორის შესაბამისად 247 და 276 ადგილს იკავებენ, ცხოვრების ხარჯების ინდექსი ცნობილმა კვლევითმა პორტალმა
Numbeo-მ გამოაქვეყნა.
რეიტინგში შეფასდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელი ხარჯების ღირებულება, ქირის ღირებულება, საკვები პროდუქტების ფასი, კვების ღირებულება რესტორნებში და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. ამავდროულად, ყველა ქალაქი შედარებულია ნიუ-იორკთან: ამერიკულ მეგაპოლისს ენიჭება 100%.
თბილისში ცხოვრების ღირებულება ნიუ-იორკთან შედარებით 39,3%-ია, ბათუმში კი 35,4%.
ახლა საქართველოს დედაქალაქში ცხოვრების ღირებულება დაახლოებით იგივეა, რაც სან-პაოლოში (ბრაზილია), ტიმიშოარაში (რუმინეთი), ფუკეტში (ტაილანდი) და ბურგასში (ბულგარეთი).
ბათუმში ცხოვრების ღირებულება თითქმის ისეთივეა, როგორც ქალაქ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), ულან-ბატორსა (მონღოლეთი) და ჩინეთის გუანჯოუში.
რეიტინგიდან გამომდინარეობს, რომ ბაქოში, ანკარასა და მოსკოვში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში: აზერბაიჯანის დედაქალაქი 291-ე ადგილზეა, თურქეთი - 292, რუსეთი - 268.
ამასთან, სომხეთის დედაქალაქი (ერევანი) რეიტინგში 241-ე ადგილზეა.
რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ქალაქ ჰამილტონმა (ბერმუდის კუნძულები), სადაც ცხოვრება 37%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ნიუ-იორკში. საერთო ჯამში ათეულში შევიდა შვეიცარიის 5 ქალაქი, ამერიკის ოთხი, მათ შორის თავად ნიუ-იორკი, რომელიც მე-10 ადგილზეა.
ცხოვრების ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე ათეულში შევიდა ინდოეთის ექვსი ქალაქი, პაკისტანის სამი ქალაქი და ნიგერიის ქალაქი ლაგოსი.