მიმოხილვა: რუსეთის კეთილი სიტყვა და პროექტ „ბორეის“მერვე „სტრატეგი“

© photo: Sputnik / Ildus Gilyazutdinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
პროექტ „ბორეის“ უახლესი სტრატეგიული წყალქვეშა სარაკეტო მატარებლების ხაზის ზრდით, მრავალპოლარული სამყაროს რუსული პროექტი, რომლის პრიორიტეტი ყველა ქვეყნის განუყოფელი და თანაბარი უსაფრთხოებააგამონაკლისის გარეშე, სულ უფრო და უფრო დამაჯერებელი და უალტერნატივო ხდება. ხოლო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და დასავლეთის ანტირუსული აურზაური უკრაინაში სულ უფრო უგუნურადგამოიყურება.
სევეროდვინსკში 3 თებერვალს პროექტ 955-A-ს („ბორეი-A“) ბირთვული ძრავის მქონე სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერი„თავადიპოჟარსკის“ ელინგიდან გაყვანის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
და ეს იყო რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსული მაღალი ტექნოლოგიების უპირატესობის თვალსაჩინო ტრიუმფი. წყალში ჩაშვების შემდეგ უახლესი მე-4 თაობის ხომალდი ქარხნულ და სახელმწიფო გამოცდებს გაივლის, შემდეგ კი რუსეთის საზღვაო ძალებში მიიღებენ.
„თავადი პოჟარსკი" და „ბორეის" ხაზის სხვა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა კრეისერებირუსეთის საზღვაო სტრატეგიული ბირთვული ძალების საფუძველი იქნება მომავალი ათწლეულების განმავლობაში. არცერთ „ჰეგემონს“ არ ძალუძს, უკარნახოს მოსკოვს თავისი მტრული ნება, სანამ რუსული„ბორეები“ფარულად ასრულებენ საბრძოლო საპატრულო მისიებს.
საზღვაო ძალების სარდალმა, ადმირალმა ნიკოლაი ევმენოვმა, სევეროდვინსკში გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა, რომ „თავადი პოჟარსკი“ რუსული წყალქვეშა გემთმშენებლობის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, გამოცდილებას და ტრადიციებს განასახიერებს. მართლაც, კრეისერს შეუძლია ზიდოს 20 კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა „ბულავა“, რომელთა მანძილი 10 ათას კილომეტრამდეა.
აღჭურვილია მოწინავე ტორპედული, რადიოტექნიკური, სანავიგაციო და ჰიდროაკუსტიკური სისტემებით, რომლებიც ოკეანეში საბრძოლო ძალისა და უპირატესობის ინსტრუმენტებად იქცევა. „ბორეი“ ორჯერ ნაკლებად ხმაურიანია, ვიდრე აშშ-ის საზღვაო ძალების მე-4 თაობის „ვირჯინიის“კლასის წყალქვეშა ნავი.
რუსი „სტრატეგის" ჰიდროაკუსტიკურ კომპლექსს შეუძლია აღმოაჩინოს მტრის წყალქვეშა ნავი 320 კმ-მდე მანძილზე და ერთდროულად აკონტროლოს მინიმუმ 30 სამიზნე. ამერიკული წყალქვეშა ნავების − „ოჰაიოს" ან "ვირჯინიის" ჰიდროაკუსტიკური ზღვარი 230 კმ-ია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2027 წლისთვის „ბორეის“კლასის 10 რაკეტმზიდისაგებას გეგმავს. გასული ათწლეულის განმავლობაში რუსეთის საზღვაო ძალებში პროექტ 955-A-ს სამი SLBMs („იური დოლგორუკი“, „ალექსანდრე ნეველი“, „ვლადიმირ მონომახი“) და ოთხი გაუმჯობესებული SSBN („თავადი ვლადიმერი“, „თავადიოლეგი“, „გენერალისიმუსისუვოროვი", „იმპერატორი ალექსანდრ III") შევიდა.
კრეისერი „თავადი პოჟარსკი" მერვეა„ბორეების“ ხაზში. პროექტ955-A-ს სერიული ხომალდები "დმიტრი დონსკოი" და "თავადი პოტიომკინი" მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. პროექტ 955-A-ს ძირითადი განსხვავებებია 20 სარაკეტო შახტა და ახალი თაობის ბირთვული რეაქტორი.

ზღვის სიღრმეების მოჩვენება

ატომური წყალქვეშა კრეისერ „ბორეი-A“ მსოფლიოში პირველია, რომელიც სრულად ავტომატიზირებულად იმართება. წყალქვეშა ნავისთვის „ბრძანებების მიცემა“ დაცვის ოცდახუთი დონის მქონე ინტეგრირებულ ციფრულ საბრძოლო კონტროლის სისტემას(ACCS) შეუძლია −გემი თავად არ მისცემს ეკიპაჟს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.
თეორიულად, „ბორეის" შეუძლია რამდენიმე წლის განმავლობაში არ ამოვიდეს ზედაპირზე − ატომური ელექტროსადგურის, ჰაერის რეგენერაციის, წყლის გაწმენდისა და გამტკნარების სისტემების წყალობით. ავტონომიურობის ვადა − 100 დღე − შემოიფარგლება მხოლოდ ეკიპაჟითვის(100-ზე მეტი მეზღვაური) საკვების მიწოდებით. მაღალი უსაფრთხოება ასევე უზრუნველყოფილია სამაშველო კამერით მთელი ეკიპაჟისთვის წყლისა და საკვების ავარიული მიწოდებით.
„ბორეების“ დანიშნულება და მთავარი ამოცანა საბრძოლო პირობებში არის საცეცხლე ზონაში ფარულად შეღწევა და რაკეტების გაშვების უზრუნველყოფა მაღალი ფარულობით (წყალქვეშა პოზიციიდან). ამიტომ, ჰიდროაკუსტიკური შეუმჩნევლობა კრეისერის მთავარი მახასიათებელია.
რუსული„ბორეი-A-ს“ეს „მკვლელი თავისებურება“ დასავლელ ექსპერტებს ძალიან აწუხებს. 20 სტრატეგიული „ბულავადან“ თითოეულს 10 ინდივიდუალური სამიზნე აქვს 100-150 კილოტონიანი თერმობირთვული ქობინით, შეუძლია მანევრირება მოახდინოსბალისტიკურ ტრაექტორიებზე 30g -მდე დატვირთვით, მოერიდოს მტრის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და 20-მდე სატყუარა გატყორცნოს.
თითოეული „ბორეი-A-ს“ სარაკეტო შახტაში 200 თერმობირთვული ბლოკია, რომელთა საერთო სიმძლავრე სამ მეგატონამდეა,და ეს საკმარისია აგრესორის სრულადგანადგურებისთვის ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე. მაღალი სიზუსტის ქობინი სამიზნიდან არაუმეტეს 150 მეტრით შეიძლება იყოს გადახრილი.
2400 ტონა წყალწყვის მქონე „ბორეი-A-ს“ შეუძლიათ 480 მეტრამდე სიღრმეზე ჩაყვინთოს და წყალქვეშ 29 კვანძამდე სიჩქარე განავითაროს. მოწინააღმდეგის წყალზედა და წყალქვეშა გემებისთვის, რომლებიც „ბორეისთან“ბრძოლას შეეცდებიან, სუბმარინას 533 მმ-ანი ტორპედოები და ტორპედორაკეტა RPK-6M „ვოდოპადი“ აქვს.
შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის უფროსის მოადგილემ, გენერალმა რობერტ ფორსტმა, ადრე აღიარა: „რუსული პროექტი 955-ის ნავები უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის“.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ერთი „ბორეის“სარაკეტო ზალპს შეერთებული შტატებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0