საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე გაემგზავრება
19:22 06.02.2024 (განახლებულია: 10:23 06.03.2024)
© photo: Sputnik / Stringer
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მარტის დასაწყისში სირიუსის (სოჭის) ტერიტორიაზე მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი აიღებს სტარტს, რომელიც 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს გააერთიანებს.
საქართველოში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, საქართველომ უკვე შეარჩია დელეგაცია ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ყველაზე დიდ საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებას „დავიწყოთ მომავალი ერთად!" ფედერალური ტერიტორია „სირიუსი“ უმასპინძლებს, სადაც ამ დღეებში აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.
ფესტივალის ისტორიაში პირველად ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 14-დან 17 წლამდე მოზარდებმაც მიიღეს − 500-მა რუსეთიდან და 500-მა საზღვარგარეთიდან.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნავს, დელეგაციაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის აქტიური ახალგაზრდები შედიან, მათ შორის რუსი ახალგაზრდების ლიდერი, სპორტსმენი ინესა როდინა. დელეგაცია 40 კაცისგან შედგება, მათგან 5 ბავშვია.
„საქართველოს სიძლიერე და უნიკალობა სწორედ მის მრავალეროვნებაშია და შემთხვევითი არ არის, რომ დელეგაცია სხვადასხვა ეროვნების ბიჭებისა და გოგონებისგან შედგება. მასში შედიან ძლიერი სპიკერები, რომლებსაც აქვთ აკადემიური საქმიანობის დიდი გამოცდილება სახალხო დიპლომატიის სფეროში; მაგალითად, საერთაშორისო კონფერენცია „პრიმაკოვისეული საკითხავების“ მონაწილე არჩილ სიხარულიძე და სხვები. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთად მოდის რუსი ახალგაზრდების ლიდერი − საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში ინესა როდინა მარნეულიდან, მასწავლებელი სოფელ როდიონოვკიდან კარინე არაკელიანი, ასევე ტატიანა ბალაბანოვა სოფელ გორელოვკადან... მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კანდიდატს გამოჩენილი ინტერესისთვის“, − განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად, ბოლო წლებში უნიკალური პრეცედენტი შეიქმნა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის, ისე ხალხთა შორის სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენის მხრივ.
„ფესტივალში ჩვენი მონაწილეობით გვინდა მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ რეალური, ეფექტური დიპლომატიის აღორძინებაში“, − აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
უცხო ენების მასწავლებელი კარინე არაკელიანი კონკურსში გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს არ მალავს. ახალგაზრდა მასწავლებლის მოგზაურობა და განთავსება სოჭში ფესტივალმა დააფინანსა. კარინე აღნიშნავს, რომ მზადაა ღირსეულად წარმოადგინოს თავისი ქვეყანა:
„მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის წყალობით, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდები იკრიბებიან და იდეებს, გამოცდილებას და კულტურასცვლიან. საქართველო განთქმულია სტუმართმოყვარეობით, მეღვინეობით, ულამაზესი ბუნებით და ეროვნული სამზარეულოთი. ჩემი აზრით, ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას. ფესტივალი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოადგინონ თავიანთი პროექტები. იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და რუსეთის ახალგაზრდები გააღრმავებენ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, განათლება და მეცნიერება“.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა და ბაზრობა „არტ, ახალგაზრდობა“, სადაც მონაწილეები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ, გამოავლენენ თავიანთ უნარებს ფერწერაში, გრაფიკაში, ციფრულ და კინეტიკურ ხელოვნებაში, ინსტალაციაში, ქანდაკებაში...
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ ნახონ, არამედ შეიძინონ აქსესუარები და ტანსაცმელი, ხელნაკეთი კოსმეტიკა, დეკორი, სამკაულები, წიგნები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
„აღსანიშნავია, რომ სირიუსში მთავარი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, 10-დან17 მარტამდე, ფესტივალის მონაწილეებს ექნებათ რეგიონული პროგრამა. ორი ათასი უცხოელი მონაწილე რუსეთის 30 ქალაქში გაემგზავრება“, - განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა დიმიტრიმ. ლორთქიფანიძე.
ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე სამუშაოდ რუსეთის 300 საუკეთესოგიდი შეირჩა, ფესტივალის 20 ათას სტუმარსქვეყნისმიღწევებსადაშესაძლებლობებს გააცნობენ.
ქართული დელეგაცია სოჭში თებერვლის ბოლოს გაემგზავრება.