ლავროვი: დასავლეთის სახელმწიფო ბანდიტიზმისგან არავინაა დაცული

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
თბილისი, 6 თებერვალი − Sputnik. ბევრ ქვეყანას ესმის, რომ დასავლეთის მხრიდან ეკონომიკურ სფეროში „სახელმწიფო ბანდიტიზმისგან“ არავინაა დაცული, განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ბიზნესსაბჭოს სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, „ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი თანამგზავრების მიერ ნეოკოლონიალური პრაქტიკის გამოყენებამ სერიოზულად შეარყია ამერიკული მოდელის გლობალიზაციისადმი ნდობა“.
„მსოფლიო უმრავლესობას პრეტენზიები უმრავლდება ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ეფექტურობისა და მიუკერძოებლობის, ასევე ურთიერთქმედების ფორმატების გამო. იმის გაგება, რომ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სახელმწიფო ბანდიტიზმისგან აბსოლუტურად არავინ არის დაცული, ძლიერდება. შემიძლია ეს კოლეგებთან ურთიერთობის პირადი გამოცდილებიდან დავადასტურო“, − განაცხადა ლავროვმა.
რუსი მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ იყენებენ აქტიურად რუსეთი და სხვა ქვეყნებიც ალტერნატიულ ვალუტებსა და გადახდის პლატფორმებს საგარეო ვაჭრობისას.
ყველა ახალი ამბავი
0