https://sputnik-georgia.com/20240206/kobaxidze-ukrainel-politikosebs-surt-saqartvelo-samizned-gaxadon-286131841.html
კობახიძე: უკრაინის ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს საქართველო სამიზნედ გახადოს
კობახიძე: უკრაინის ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს საქართველო სამიზნედ გახადოს
Sputnik საქართველო
პრემიერობის კანდიდარმა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა 06.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-06T16:42+0400
2024-02-06T16:42+0400
2024-02-06T16:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041489_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_f20542391fcf0a6b0188cc70a9613364.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსები ცდილობენ საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციონ, რაც შემაშფოთებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.მისი თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ მცდელობებს მხარს უჭერენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლები.„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურ მეორე ფრონტი, საქართველოში მძიმე სცენარების განვითარება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.სუს-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.დეპუტატი: უკრაინა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებითაა დაინტერესებული>>>ავტომობილიდან, რომელიც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს, ამოღებულია ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ექვსი დეტონატორი, ექვსი სპეციალური გასაღები და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება.ექსპერტიზით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიცავდა C-4 პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას. თითოეულ ასაფეთქებელ მოწყობილობაში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო - 2 საათი.ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტრომობილისთვის განკუთვნილ ორ აკუმულატორში იყო მოთავსებული, რომლებიც კონტეინერებად გამოიყენებოდა.სუს-ის თანამშრომლებმა აღნიშნული კონტეინერებიდან ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და ასაფეთქებელი ნივთიერება, კონტეინერებს დაუბრუნეს პირვანდელი სახე და ე.წ. მულაჟები განათავსეს იმ ადგილას, სადაც იპოვეს - მიზანი იყო დამკვეთებისა და შემსრულებლების იდენტიფიცირება.გამოძიებამ დაადგინა, დამკვეთის დავალებით გეგმები შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით თბილისში, კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041489_132:121:1109:853_1920x0_80_0_0_4c7e6a406f982a2ca52f648ba528a132.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, უკრაინა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, უკრაინა , ახალი ამბები
კობახიძე: უკრაინის ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს საქართველო სამიზნედ გახადოს
პრემიერობის კანდიდარმა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსები ცდილობენ საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციონ, რაც შემაშფოთებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ორშაბათს, 5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.
„როდესაც უკრაინული მხარე, გარკვეული წარმომადგენლები - საუბარია პოლიტიკოსებზე - ცდილობენ საქართველოს რუსეთის სამიზნედ ქცევას, აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ მცდელობებს მხარს უჭერენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლები.
„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურ მეორე ფრონტი, საქართველოში მძიმე სცენარების განვითარება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.
სუს-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
ავტომობილიდან, რომელიც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს, ამოღებულია ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ექვსი დეტონატორი, ექვსი სპეციალური გასაღები და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიცავდა C-4 პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას. თითოეულ ასაფეთქებელ მოწყობილობაში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო - 2 საათი.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტრომობილისთვის განკუთვნილ ორ აკუმულატორში იყო მოთავსებული, რომლებიც კონტეინერებად გამოიყენებოდა.
სუს-ის თანამშრომლებმა აღნიშნული კონტეინერებიდან ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და ასაფეთქებელი ნივთიერება, კონტეინერებს დაუბრუნეს პირვანდელი სახე და ე.წ. მულაჟები განათავსეს იმ ადგილას, სადაც იპოვეს - მიზანი იყო დამკვეთებისა და შემსრულებლების იდენტიფიცირება.
გამოძიებამ დაადგინა, დამკვეთის დავალებით გეგმები შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით თბილისში, კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.